შეთეკაურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეთეკაურების კოშკი მუცოში
შეთეკაურების გენეოლოგია

შეთეკაური — ქართული გვარი ხევსურეთიდან. გავრცელებულია, ძირითადად, კახეთის რეგიონში. არის ერთ-ერთი უმცირესი ხევსურული გვარი (დაახლოებით 300 ადამიანი)[1]. ისტორიულ საბუთებში გვარი XX საუკუნემდე არ არის მოხსენიებული. შეთეკაურების გვარი მოდის მუცოდან. ანდრეზით (გადმოცემით) „შეთეკაურები მუცოს ამოთხრილნიაო“ რაც ნიშნავს, რომ მათი ისტორია მუცოსთან ერთად იწყება.

ლეგენდა გვარის წარმოშობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუცო დაუარსებია ხუთ ძმას, ერთს ვარდანა ერქვა, რომლისგანაც შეთკაურების გვარი მოდის; მეორეს ჩოლოხას ეძახდნენ (კოჭლობდა და ჩლახუნით დადიოდა), რომელიც შემდეგ კახეთში გადასახლებულა და მისგან ჩოლოყაშვილების გვარი წამოსულა[2]; მესამე, მოსისხლეების გამო, თუშეთში გადასახლებულა და მათგან უზღარაულების გვარი წარმოიშვა; მეოთხეს ცოლშვილი არ ჰყოლია და შესაბამისად, არც შთამომავლობა დარჩა; ხოლო მხუთეს შთამომავლებისგან დაიბადა თორღვა ძაგანი (ლეგენდარული მუცოელი გმირი).

გვარის კურთხევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 28 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ შეთეკაურების გვარი დალოცა. ასევე იკურთხა შეთეკაურების გვარის მფარველი - წმინდა გიორგისა და მიქაელ მთავარანგელოზის ხატები.

საცხოვრებელი ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2011-12-07.
  2. გულჩინა აკოფაშვილი, ქართველი დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლაყაშვილი - ნიკიფორე არბახი (XVII საუკუნე), გამომცემლობა ,,მეცნიერება", 1977