შეელიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შეელიტი
Scheelite MHNT.MIN.2004.0.88 (p).jpg
საერთო
კატეგორია ვოლფრამატების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულა CaWO4
იდენტიფიკაცია
ფერი უფერული ან თეთრი, მურა, მწვანე და შავი ფერისაა
კრისტალის სინგონია ტეტრაგონური
სიმაგრე მოოსის სკალით 3-5;
სიმკვრივე 5500-6170 კგ/მ³.

შეელიტი — ვოლფრამატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა: CaWO4. მინარევებია Mo, Cu, Sr, Mn, Mb, Ta, F და სხვ. კრისტალდება ტეტრაგონურ სინგონიაში, აქვს დაპირამიდული ფორმის კრისტალები და მარცვლოვანი აგრეგატები. უფერული ან თეთრი, მურა, მწვანე და შავი ფერისაა. ახასიათებს ლუმინესცენცია ულტრაიისფერ სინათლეში.

სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3-5; სიმკვრივე 5500-6170 კგ/მ³. ზოგიერთი თვისების ცვალებადობა დამოკიდებულია მოლიბდენის შემცველობაზე. წარმოიქმნება სკარნებში, გრაიზენებსა და ჰიდროთერმულ ძარღვებში. შეელიტი ვოლფრამის მნიშვნელოვანი მადანია.

შეელიტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვება, მ.შ. ევროპაში (ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი), აზიაში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაჯიკეთი), რუსეთში (ურალი, ჩუკოტკა, ბაიკალისპირეთი, ჩრდილოეთი კავკასია), აშშ-ში (ნევადა, არიზონა, კალიფორნია) და სხვ.

შეელიტს როგორც მინერალს 1821 წლამდე არ აღიარებდნენ, მანამ სამან შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ (1742-1786) არ დაადგინა მისი მინერალური თვისება. მინერალს კარლ ვილჰელმ შეელეს პატივსაცემად შეელიტი ეწოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]