შაჰრისაბზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
შაჰრისაბზი
Shahrisabz
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ოლქი კაშკადარინი
კოორდინატები 39°03′00″ ჩ. გ. 66°50′00″ ა. გ. / 39.05000° ჩ. გ. 66.83333° ა. გ. / 39.05000; 66.83333
დაარსდა ძვ. წ. VII საუკუნე
ადრეული სახელები კეში
ფართობი 240 ჰექტარი
ცენტრის სიმაღლე 622
მოსახლეობა 53 000 კაცი (1991)
სასაათო სარტყელი UTC+5
შაჰრისაბზი — უზბეკეთი
შაჰრისაბზი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 885
ინგლ.რუს.ფრ.

შაჰრისაბზი (უზბეკ. Shahrisabz, ტაჯ. Шаҳрисабз; მწვანე ქალაქი) — ქალაქი უზბეკეთის კაშკადარინის ოლქში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსვლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 622 მეტრზე სამარყანდიდან სამხრეთით 80 კმ-ზე.

1991 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 53 000 კაცს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს ძველად ეწოდებოდა კეში[1] და წარმოადგენდა აქემენიდების იმპერიის პროვინცია სოგდიანის ადმინისტრაციულ ცენტრს. VII საუკუნეში დაიპყრეს არაბებმა. დიდი ხნის განმავლობაში იყო ანტიარაბული და ანტიისლამური მოძრაობის ცენტრი.

შაჰრისაბზი ცნობილია, როგორც თემურლენგის სამშობლო. იგი დაიბადა სოფელ ხოჯა-ილგარში, რომელიც მდებარეობს ქალაქის გარეუბანში. XIV–XV საუკუნეებში წარმოადგენდა მის რეზიდენციას.

ქალაქის ისტორიული ცენტრი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]