შარლ რაბემანანძარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ რაბემანანძარა
მალაგ. Charles Rabemananjara
შარლ რაბემანანძარა მალაგ. Charles Rabemananjara
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 2007 – 17 მარტი, 2009
პრეზიდენტი  მარკ რავალომანანა
წინამორბედიჟან-ჟაკ რასულუნდრაიბე
მემკვიდრემონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ

დაბადებული9 ივნისი, 1947 (67 წლის)

შარლ რაბემანანძარა (მალაგ. Charles Rabemananjara; დ. 9 ივნისი, 1947;[1] ანტანანარივუ) — მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 2007-2009 წლებში. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2007 წლის 20 იანვარს პრეზიდენტ მარკ რავალომანანას მეორე ვადით მმართველობის დასაწყისში.[2] რავალომანანას პირველი ვადით მმართველობისას რაბემანანძარა იყო პრეზიდენტის სამხედრო კაბინეტის ხელმძღვანელი 2004 წელს,[3] მოგვიანებით კი, 2005 წლის 28 ნოემბერს, დასახელდა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციული რეფორმის მინისტრად.[1][4] პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, რაბემანანძარამ შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ახალ მთავრობაში, რომელიც 2007 წლის 25 იანვარს ჩამოყალიბდა.[5]

2007 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმავე წლის 27 ოქტომბერს რაბემანანძარამ ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა, რომელშიც შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა თანამდებობები.[6]

რაბემანანძარა რავალომანანას მსგავსად იმერინელია.[1][3] იგი, აგრეთვე, არის მადაგასკარის არმიის გენერალი.[1][2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 "Le général Charles Rabemananjara, Premier ministre; La surprise continue", Madagascar Tribune, N° 5466, January 22, 2007 (ფრანგული).
  2. 2.0 2.1 "Madagascar President Appoints New Prime Minister", VOA News, January 20, 2007.
  3. 3.0 3.1 3.2 "Charles Rabemananjara, ou la fin d’une tradition" დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. , Jeuneafrique.com, January 28, 2007 (ფრანგული).
  4. "Malagasy president appoints new interior minister", Television Nationale Malagasy, Antananarivo (nl.newsbank.com), November 28, 2005.
  5. "Gouvernement de Charles Rabemananjara; Onze nouveaux et dix reconduits", Madagascar Tribune, N° 5470, January 26, 2007 (ფრანგული).
  6. "Remaniement ministeriel a Madagascar" დაარქივებული 2008-06-25 საიტზე Wayback Machine. , Xinhua (Sobika.com), October 27, 2007 (ფრანგული).
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ჟან-ჟაკ რასულუნდრაიბე
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
20 იანვარი, 200717 მარტი, 2009
შემდეგი:
მონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ