შარლ ნოდიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ ნოდიე

შარლ ნოდიე (ფრანგ. Charles Nodier (29 აპრილი, 178027 იანვარი, 1844) იყო ფრანგი ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

შარლ ნოდიე დაიბადა 1780 წლის 19 აპრილს ბეზანსონში, ვექილის ოჯახში. ბავშვობიდანვე ისეთ წრეებში იზრდებოდა, რომლის წარმომადგენლები 1789 წლის რევოლუციის მონაწილენი იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქის ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ხოლო 1800 წელს პარიზში გადავიდა და ხელი მოჰკიდა ლიტერატურას. დაწერა რომანი "განდევნილნი" და მოთხრობა "ზალცბურგელი მხატვარი". ნაპოლეონის რეჟიმის დროს, იმპერატორის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტების გამო, ნოდიე იძულებული იყო საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ეცხოვრა. იგი შვეიცარიაში წავიდა. 1814 წელს საგრანგეთში დაბრუნდა და ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაება. 1824 წელს, შოტლანდიაში მგზავრობის დროს, უოლტერ სკოტი გაიცნო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაწერა მოთხრობა-ზღაპარი "ტრიბლი:, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

ნოდიეს ბევრი ფანტასტიკური ნოველა აქვს, რომელბშიც ისევე, როგორც "ტრილბიში", რეალური და ფანტასტიკური ერთმანეთშია შერეული. ნოდიე ფიქრობდა, რომ ადამიანის ფსიქიკაში დიდი ადგილი ეჭირა ოცნებასა და სიზმარს, რაც შემდგომ ასე უხვად გამოიყენეს მე-20 საუკუნეში სიურრეალისტებმა.

1824 წლიდან მის ბინაზე შეიქმნა ე. წ. "სენაკლი", რომელიც ფრანგ რომანტიკოსებს აერთიანებდა. ამ წრეში შედიოდნენ ვიქტორ ჰიუგო, ალფრედ დე მიუსე, ალფრედ დე ლამარტინი და სხვა. ნოდიე რომანტიკული მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიტიკოსი იყო და გიუგო მას თავის მასაწვლებელს უწოდებდა. 1834 წელს ნოდიე საფრანგეთში აკადემიის წევრად აირჩიეს.

ნოდიე გარდაიცვალა 1844 წლის 27 იანვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი I; გამომც. საბჭოთა საქართველო, 1971; გვ: 558-559

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]