შარლ მორის დე ტალეირანი
ვიკიპედიიდან
შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი (ფრანგ. Charles Maurice de Talleyrand-Périgord), (დ. 1754 - გ. 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი-ფილიპის მთავრობით. სიტყვა ტალეირანი გახდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ტალეირანი გაღარიბებულ არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. მან სასულიერო სემინარია დაამთავრა, 1788–1791 წლებში ოტენის ეპისკოპოსი იყო. გენერალურ შტატებში სამღვდელოებიდან აირჩიეს, მარგამ მესამე წოდების დეპუტატებს მიემხრო და საეკლესიო მიწების განკარგულებაში გადაცემის წინადადება წამოაყენა. 1792 წელს ტალეირანი დიპლომატიური მისიით ინგლისში გაემგზავრა. მონარქიის დამხობის შემდეგ მეფესთან მისი საუდუმლო კავშირი გამოვლინდა, ამის გამო იგი საფრანგეთში 1796 წლამდე აღარ დაბრუნებულა.

