შარლ დე გოლის მოედანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
8e Arrt.
Paris street enseigne top.gif
Paris enseigne tl.gif
Paris enseigne tr.gif
Place Charles de Gaulle
Paris plan pointer jms.gif
Paris plan wee green jms.jpg
ოლქი VIII, XVI, XVII
უბანი შანზ-ელიზე. შაიო.
სიგრძე 240 მ
სიგანე 240 მ
შეიქმნა 1670
დაერქვა 13 ნოემბერი, 1970
GD-FR-Paris-Arc de Triomphe.jpg
ვარსკვლავის მოედანი,
ტრიუმფალური თაღი
Paris enseigne bl.gif
Paris enseigne br.gif


შარლ დე გოლის მოედანი, იგივე ვარსკვლავის მოედანი, მდებარეობს პარიზში, მე-8, მე-16 და მე-17 ოლქის დასაყარზე. მოედნის ცენტრში აღმართულია ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი.

ისტორია[რედაქტირება]

ეს ადგილი თავდაპირველად წარმოადგენდა შაიოს გორაკს. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს შანზ-ელიზეს გაყვანა, გორაკი გაასწორეს. სამუშაოები დასრულდა 1777 წელს. ამის შემდეგ მას ვარსკვლავის მოედანი ეწოდა, რაც ნიშნავდა სხვადასხვა ქუჩების თავმოყრის ადგილს.

1836 წელს დასრულდა მოედანზე ტრიმფალური თაღის მშენებლობა.

მეორე იმპერიის პერიოდში მოედანი განახლებულ იქნა არქიტექტორ ჟაკ იტორფის მიერ ბარონი უისმანის ზედამხედველობით, რომელიც 1853 წლიდან სენის პრეფექტი იყო და პარიზის რეორგანიზება ჰქონდა გადაწყვეტილი. 1854 წლის 13 აგვისტოს დეკრეტით მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაეცა კერძო სასტუმროებს, რომლებიც დღესაც არსებობენ ამავე ადგილას. ისინი ადვილად გამოსაცნობია იდენტური კოლონებით. პარიზელებმა მათ იმ პერიოდში მარეშოს სასტუმროები უწოდეს.

აღწერა[რედაქტირება]

ვარსკვლავის მოედანზე თავს იყრის თორმეტი დიდი გამზირი და ამგვარად იქმნება ვარსკვლავის შთაბეჭდილება. მოედანი დაყოფილია მე-8, მე-16 და მე-17 ოლქებს შორის. მოედნის ირგვლივ წრეს ქმნის ორი ქუჩა: პრესბურგის ქუჩა და ტილსიტის ქუჩა. მოედანზე არის ორი მიწისქვეშა გასასვლელი: ერთი ავტომობილებისთვის, მეორე ფეხით მოსიარულეთათვის.

მოვლენები[რედაქტირება]

ვარსკვლავის მოედანი, ხედი თვითმფრინავიდან.

მოედნის იმ ადგილას, საიდანაც იწყება შანზ-ელიზეს გამზირის წყვილი ნომრების მქონე შენობები, გაკრულია დაფა წარწერით: "1940 წლის 11 ნოემბერს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთის სტუდენტებმა გამართეს მანიფესტაცია და ამგვარად პირველებმა გაუწიეს ოკუპანტებს წინააღმდეგობა".

1968 წლის 30 მაისს, დაახლოებით ერთი მილიონი მაინფესტანტი გამოდის შანზ-ელიზეზე ვარსკვლავის მოედნის მიმართულებით.

1995 წლის 17 აგვისტოს ვარსკვლავის მოედანზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაიჭრა 17 ადამიანი. ასაფეთქებელი საშუალება ჩადებული იყო გაზეთების ჯიხურის მახლობლად მდებარე სანაგვე ურნაში.


სახელწოდების შეცვლა[რედაქტირება]

შარლ დე გოლის მოედნის აბრა

1970 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით ვარსკვლავის მოედანს ეწოდა შარლ დე გოლის მოედანი. ეს მოხდა დე გოლის გარდაცვალებიდან 4 დღის შემდეგ.

თავიდან დაგეგმილი იყო ამ სახელის მინიჭება მთელი შანზ-ელიზესათვის, მაგრამ საბოლოოდ ეს მხოლოდ მოედანს შეეხო.

ამ ფაქტმა დიდი პოლემიკა გამოიწვია, რის გამოც პარიზის საბჭომ გადაწყვიტა მიეღო ახალი წესი, რომლის მიხედვით პარიზის ქუჩებისთვის მხოლოდ იმ ადამიანის სახელის დარქმევაა დაშვებული, რომელიც მინიმუმ 5 წლის გარდაცვლილია.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]