შარლ გლეირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი

მარკ გაბრიელ შარლ გლეირი (ფრანგ. Marc Gabriel Charles Gleyre; დ. 2 მაისი, 1806 - გ. 5 მაისი, 1874) — შვეიცარიელი მხატვარი და პედაგოგი, აკადემიზმის წარმომადგენელი.

ცხრა წლის ასაკში დაობლებული გლეირი ბიძამ ლიონში წაიყვანა ფაბრიკის სკოლაში სასწავლებლად. 1820-იან წლებში ის პარიზში ჩადის და ინტენსიურად სწავლობს ფერწერას, შემდეგ კი თითქმის ათი წლით ტოვებს საფრანგეთს. რამდენიმე წელს იტალიაში ატარებს, სადაც ის ორას ვერნესა და ლუი-ლეოპოლდ რობერს უახლოვდება. ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ 1830-იან წლებში გლეირი ისევ პარიზში ბრუნდება და ინტენსიურ მუშაობას უდგება. მისი პირველი ფერწერული ტილო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, გამოჩნდა 1840 წელს ("წმინდა იოანეს გამოცხადება"). მოს მოჰყვა "საღამო" (1843) — მასშტაბური ალეგორია, რომელმაც პარიზის გამოფენაზე ვერცხლის მედალი მიიღო (შემდგომში ცნობილი, როგორც "დაკარგული ილუზიები").

მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, გლეირს შემდგომ გამოფენებში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია. ის საკუთარი თავის მიმართ უკიდურასად მომთხოვნი იყო და თითო ტილოს დიდ დროს უთმობდა. შესაბამისაც, საერთო ჯამში, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგენილი კატალოგის მიხედვით, მას 683 ნაშრომი აქვს შექმნილი, მათ შორის ეტიუდები და ფერწერული ტილოები. მათ შორისაა, კერძოდ, ჰეინეს პორტრეტი, რომლის ჟურნალში «Revue des deux mondes» გრავიურისთვის გამოიყენეს (1852). მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებთა შორისაა ტილოები "მიწიერი სამოთხე", "წარღვნა", "ოდისევსი და ნავსიკაია", "ცოდვილი შვილი" და სხვა ნამუშევრები ანტიკურ და ბიბლიურ თემებზე.

ფერწერის გარდა გლეირი ასევე ცნობილი იყო, როგორც პედაგოგი, რომელსაც პოლ დელაროშმა 1840-იან წლებში საკუთარი მოწაფეები გადასცა. გლეირის სტუდიაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ალფრედ სისლეი, პიერ ოგიუსტ რენუარი, კლოდ მონე, ჯეიმზ უისტლერი და სხვა გამოჩენილი მხატვრები.