შარლ გარნიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ გარნიე

ჟან ლუი შარლ გარნიე (ფრანგ. Jean-Louis-Charles Garnier; დ. 6 ნოემბერი, 1825 - გ. 3 აგვისტო, 1898 ) — ფრანგი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე, ოპერა გარნიესა და მონტე-კარლოს ოპერის თეატრის პროექტების ავტორი.

1842 წლიდან პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სამეფო სკოლაში ლუი-იპოლიტის სტუდენტი იყო, ხოლო 1848 წელს რომის პირველი პრემია დაიმსახურა (Premier Grand Prix de Rome). რის შემდეგაც ის რომში საფრანგეთის აკადემიის სტიპენდიანტი გახდა 1849 წლის 17 იანვრიდან 31 დეკემბრამდე. ამ პერიოდში მან საბერძნეთში იმოგზაურა, რაც მისი საბოლოო ნაშრომის შთაგონება გახდა, რომელიც პარიზის სალონში წარმოადგინეს 1853 წელს. 1874 წელს საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი გახდა, ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის არქიტექტურის განყოფილებაში.