შალვა მაყაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაყაშვილი.
შალვა მაყაშვილი
დაიბადა 11 აპრილი, 1903
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 28 ოქტომბერი, 1990 (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი

შალვა კონსტანტინეს ძე მაყაშვილი (დ. 11 აპრილი, 1903, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ქართველი პოეტი კოტე მაყაშვილის შვილი და ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ოსტატდებოდა გიგო გაბაშვილის ხელმძღვანელობით. აკადემია დაამთავრა 1929 წელს და დაიწყო დამოუკიდებელი შემოქმედებითი საქმიანობა, გახდა მხატვართა გაერთიანების წევრი, აქტიურად ჩაება შემოქმედებით პროცესში. 50 წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები „მცხეთა“, „ანანური“, „სვანეთი“, „შიო-მღვიმე“, „სიონი“, „ფიტარეთი“, „ზარზმა“ და სხვა, ამშვენებდა ჩვენში მოწყობილ თითქმის ყველა გამოფენას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 507.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 255, თბ., 1994