შაიბანიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაიბანიდები (უზბეკ. Shayboniylar) — შიბანის, ჩინგიზ-ყაენის ვაჟის, ჯუჩის შვილის, ბათო-ყაენის ძმის შთამომავლები, რომლებსაც განეკუთვნებოდა უზბეკური დინასტიის შაიბანიდების დამფუძნებელი მუჰამედ შაიბანი (1451—1510), აბულხაირის შვილიშვილი. მან 1499 წელს დაიწყო მავერანაჰრის დაპყრობა, ხოლო 1500—1501 წლებში თემურიდებს წაართვა სამარყანდი, დააარსა შაიბანიდების სახელმწიფო; იგი გაბატონდა მთელს მავერანაჰრსა და ხორასანში. 1510 წელს შაიბანი-ხანი ირანის სეფიანთა დინასტიის შაჰთან ისმაილ I-თან ბრძოლაში დამარცხდა და მოკლეს. შაიბანიდების მიაჩნდათ, რომ თემურიდების კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ და განუწყვეტლად ებრძოდნენ სეფიანებს ხორასნისათვის და ქ. ჰერათისათვის. აბდულა-ხან II-ის (1557—1598 წწ. სრულიად უზბეკთა ხანი 1583 წლიდან) დროს სახანო ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისი სიკვდილსა და მისი შვილის მოკვლის შემდეგ შაიბანიდების დინასტია შეწყდა. შაიბანიდების შემდეგ (1599 წლიდან) აშთარხანიდები გაბატონდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]