შავკანიანი აფხაზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავკანიანი აფხაზების ოჯახი აძიუბჟიდან. კოვალევსკი «კავკასიის ხალხები», 1914
აფრო-აფხაზი, 1870-იანი წლები

აფრო-აფხაზები, შავკანიანი აფხაზები ან შავკანიანი კავკასიელები, ასევე ხალხში მიღებულია შავი კაციაფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, რომელიც სოფელ აძუბჟაში[1] ცხოვრობს, კოდორის მიმდებარე სოფლებში (ჭლოუ, ფოქვეში, აგდარა, მერკულა და სხვა).

წარმომავლობა[რედაქტირება]

რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე[2] ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ. სავარაუდოდ, ეს იყო ერთადერთი და საკმაოდ უიღბლო ცდა. სხვა ვერსიის მიხედვით შავკანიანი აფხაზები ანტიკური კოლხების შთამომავლები არიან. იმას, რომ კოლხები შავგვრემნები იყვნენ ჰეროდოტეც ადასტურებს:

კოლხები, სავარაუდოდ, ეგვიპტელები არიან: მე ეს გავიგე, სანამ სხვისგან შევიტყე. კოლხებს ახსოვთ ეგვიპტელები, ხოლო ეგვიპტელებს ისინი არა… ისინი [კოლხები] არიან შავკანიანები, ხუჭუჭთმიანები. სამაგიეროდ ეს არაფერს ამტკიცებს, იმიტომ რომ არის ბევრი მსგავსი ერი. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტო სამი ერი აკეთებს წინადაცვეთას: კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპელები.[3]

აგრეთვე შესაძლებელია, რომ ეს ჯგუფი ეგვიპტელი კოპტების ან ეთიოპელი ებრაელების შთამომავლები არიან[4]. აფხაზმა მწერალმა და ისტორიკოსმა დიმიტრი გულიამ საკუთარ ნაშრომში „აფხაზეთის ისტორია“ აფხაზურსა და ეთიოპურ ტოპონიმიკათა შორის მსგავსობაზე გაამახვილა ყურადღება. ის ამტკიცებდა, რომ რამდენიმე გეოგრაფიული სახელწოდება „სრულიად იდენტურია“: ბაგადა — ბაგადა, ჰუმა — ჰუმა, თაბაკური — დაბაკური და ა.შ.[5]

1927 წელს პრობლემით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ აფხაზ მწერალთან, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შეხვდა შავკანიანებს. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა წარმოშობის ეთიოპური ვერსია ყველაზე სწორი მიაჩნია[6].

ლეგენდები[რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე „ხალხური“ ლეგენდა, რომელთაც შესაძლოა აქვთ რეალური ფესვები. ივანე ისაკოვის წერილში ნიკიტა ხრუშჩოვისადმი[2] აღნიშნულია, რომ აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაიძირა ოსმალური[7] გემი, რომელზეც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. და დღევანდელი შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. მართალი ეს ლეგენდა ვერ ხსნის, თუ როგორ მოხდა მონებით დატვირთული გემი შავ ზღვაში, ასე შორს მონათვაჭრობის ძირითადი გზებიდან.

სხვა ლეგენდა ყვება ნართებისა და აფრიკის რქიდან წამოსული „შავკანიანი პირების“ სქესობრივ ურთიერთობაზე. ლეგენდის მიხედვით ნართები დაბრუნდნენ კავკასიაში შორეული აფრიკული მოგზაურობიდან და მათ ასეული აფრიკელი მოჰყვებოდა. უკანასკნელებმა აფხაზეთში ცხოვრება გადაწყვიტეს[8].

დღეს[რედაქტირება]

დღეს აფრო-აფხაზები ცხოვრობენ, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ევროპაში. ისინი ლაპარაკობენ ძირითადად რუსულ ენაზე. არიან ქრისტიანები, მაჰმადიანები და იუდეველები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ზინაიდა რიხტერის (1930) მიხედვის სახელწოდება იკითხება, როგორც აძიუბისა
  2. 2.0 2.1 Негры в Кодорском ущелье ჟურნალი "როდინა" (რუსული)
  3. ჰეროდოტე, История. В девяти книгах. Книга II. Евтерпа / თარგმ. გ. ა. სტატანოვსკის. — მოსკ.: АСТ, «ლადომირი», 2001. (რუსული)
  4. Фридман, Г. Заметки о биографии А. П. Ганнибала — «Проза.ру», აგვისტო 2004 წ.(რუსული)
  5. ვ. ოსტროვსკი. Загадочный Абрам. Версии — альманах «Еврейская старина», № 12 (36), დეკემბერი 2005 წ. (რუსული)
  6. Кторова, А. Загадка национальных корней Пушкина — «რუსკი ჟურნალი», 15 სექტემბერი, 2002.
  7. Анненков, В. Сны об Апсны. Абхазия в снах и фотографиях — «Известия науки», 25 июля 2003 года.
  8. Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. // Подготовка текста Ш. Д. Инал-ипа, К. С. Шакрыл, Б. В. Шинкуба. Вступительная статья Ш. Д. Инал-ипа. Перевод с абхазского Г. Гулия (проза), В. Солоухина (стихи). — Сухуми: «Алашара». — 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]