შავი პენი
| შავი პენი | |
| ინგლ. Penny Black | |
| სკოტი #1 | |
| ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი, ლონდონი |
| თარიღი | 1840წ. 1 მაისი |
| გამომცემლობა | Perkins Bacon & Co |
| მხატვარი | Henry Cole |
| გრავირება | Charles and Fredrick Heath |
| მარკის ტიპი | სტანდარტული მარკა |
| უნიკალობა | მსოფლიოში პირველის საფოსტო მარკა, ლეგენდარული |
| ტირაჟი | უცნობი; მცირე |
| ნომინალი | 1 პენი |
| ბეჭდვა | მეტალოგრაფია |
| დახასიათება | დაუკბილავი |
| ახალი ფასი | |
| სკოტი | სუფთა: 6 000 აშშ $ 2007წ. ბათილი: 275 აშშ $ |
| გიბონსი | სუფთა: 6 500 – 8 500 აშშ $ 2008წ. ბათილი: 275–375 აშშ $ |
| სოტბის აუქციონი | სუფთა: 20 625 £ 2009წ. 6 მარტი[1] |
შავი პენი (ინგლ. Penny Black) — მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, რომელიც გამოსცა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ 1840 წლის 1 მაისს. მარკის შავ–თეთრ ნახატზე გამოსახულია დედოფალი ვიქტორია, მისი ღირებულება იყო 1 პენი. სწორედ შავი ნახატისა და ერთი პენის ღირებულების გამო ეწოდა ამ ლეგენდარულ მარკას „შავი პენის“ სახელი. მარკა მიმოქცევაში გამოვიდა არაოფიცილაურად 2 მაისს, ლონდონში, ხოლო 6 მაისიდან ცირკულირებდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის ტერიტორიაზე. მარკის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორე მარკაც – „ლურჯი პენი“ (ინგლ. Two Pence Blue) ლურჯ ფერში შესრულებული დედოფალ ვიქტორიას პორტრეტით და 2 პენისის ღირებულებით.
ბოლოს მსოფლიოს პირველი მარკები 2009 წელის 6 მარტს სოტბის აუქციონზე გამოიტანეს. შავი პენის სუფთა ეგზემპლარი 20 625 £ , ხოლო ლურჯი პენის წყვილი მარკა - 54 050 £ ფასად გაიყიდა [1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The 1840 Penny Black at the American National Postal Museum
- These stamps are the legends of the hobby Linns.com Refresher Courses
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Hodge Katie. ‘Perfect’ penny black sold at auction to benefit charities. The Press and Journal. Aberdeen Journals Ltd. წაკითხვის თარიღი: 2009-03-14.
|
|||||||||||||||||||