შავი ოთხშაბათი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ სოროსი მალაიზიაში

შავი ოთხშაბათი, ფუნტის კრიზისიჯორჯ სოროსის სპეკულაცია გირვანქა სტერლინგის წინააღმდეგ 1992 წლის სექტემბერში.

ფინანსური ოპერაცია[რედაქტირება]

ჯორჯ სოროსი და სხვა ინვესტორები აცხადებდნენ, რომ გირვანქა სტერლინგის კურსი შეუსაბამოდ მაღალია და გაერთიანებულმა სამეფომ ან უნდა დაწიოს კურსი, ან დატოვოს ევროპის სავალუტო სისტემა. 1992 წლის შუა ხანებიდან სოროსი ყიდულობდა გირვანქა სტერლინგებს მცირე პარტიებით, რათა არ გამოეწვია ეჭვი ბაზარზე. ამის შემდეგ სოროსმა იყიდა 15 მლრდ გერმანული მარკა მიმდინარე კურსით 2.8180. ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებაზე ბალანსის მკვეთრი ცვლილების გამო გირვანქა სტერლინგის კურსი დაეცა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი შეეცადა, დაეცვა გირვანქა სტერლინგი და შესაბამისი განაკვეთი 10%-დან რამდენიმე საათში 12% და 15%-მდე აწია. თუმცა ვერც ამ მცდელობამ, და ვერც ევროპული ბანკების სავალუტო ინტერვენციებმა გირვანქა სტერლინგის ვარდნა ვერ შეაჩერეს.

1992 წლის 16 სექტემბერს 19 საათზე გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა ნორმან ლეიმონტმა განცხადება გააკეთა ევროპის სავალუტო სისტემიდან გასვლის შესახებ. მომდევნო 5 კვირის განმავლობაში სტერლინგი 15%-ით დაეცა გერმანულ მარკასთან და 25%-ით აშშ დოლართან მიმართებაში. სოროსმა გაუფასურებული სტერლინგები 15 მლრდ გერმანულ მარკად შეიძინა. გაზრდილმა მოთხოვნამ კვლავ აწია გირვანქა სტერლინგის კურსი.

სხვადასხვა შეფასებებით სოროსმა ამ სპეკულაციით 1-1.5 მილიარდამდე აშშ დოლარი და „ინგლისის ბანკის გამტეხის“ სახელი მოიგო.[1] [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]