შავი ზღვის დატბორვის თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი ზღვის აუზი ძვ. წ. 5600 წლამდე მუქი ლურჯი ფერით.
დატბორვამდე და დატბორვის შემდეგ, რიანის და პიტმანის მიხედვით

შავი ზღვის დატბორვა — პრეისტორიული წყალდიდობის ჰიპოთეზა, რომელიც უნდა მომხდარიყო შავი ზღვის აუზის სწრაფი ავსებით. ეს თეორია პირველად ნიუ-იორკ ტაიმსში გაჟღერდა 1996 წელს, შემდეგ კი სწრაფად აიტაცა საერთაშორისო მედიამ.

1998 წელს უილიამ რაიანმა და უოლტერ პიტმანმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა, გამოაქვეყნეს მტკიცებანი მასიური წყლის მოვარდნის მიმანიშნებელ ფაქტებზე ბოსფორის სრუტეში, რომელიც ძვ. წ. 5600 წელს უნდა მომხდარიყო.

ძვ. წ. მეექვსე ათასწლეულში კავკასიონისა და კარპატების მთების ყინულის მასიურმა დნობამ შავი და კასპიის ზღვები უზარმაზარ მტკნარი წლის ტბებად აქცია, მაშინ როდესაც მსოფლიო ზღვის დონე შედარებით დაბალი რჩებოდა. მტკნარი წლის ტბები ეგეოსის ზღვაში იღვრებოდა. კლიმატის აცივებამ ალპური ყინულების მომძლავრება გამოიწვია, შესაბამისად შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების წყლის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთმა მდინარემ კი გასავალი ჩრდილოეთის ზღვაში გაიკვალა, ამასთან ერთად შავი ზღვის წყლის დონე აორთქლებითაც მცირდებოდა. შემდეგ, ძვ. წ. 5600 წლისთვის, მსოფლიო ზღვის საერთო დონე გაიზარდა, და როგორც რაიანი და პიტმანი ვარაუდობენ, აწეული ხმელთაშუა ზღვა საბოლოოდ ბოსფორის ფუძის კდლოვან ბარიერს არღვევს და წარმოუდგენელი სისწრაფით შავ ზღვაში იღვრება. ამ მოვლენამ 155.000 კმ² ფართობი მიწა დატბორა და მნიშვნელოვნად გააფართოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთითა და დასავლეთით. რაიანი და პიტმანი წერდნენ:

ვიკიციტატა
„ათი კუბური მილი (42 კმ³) წყალი იღვრებოდა ყოველდღიურად, რაც ორასჯერ აღემატება ნიაგარას ჩანჩქერზე გადმოღვრილი წყლის მოცულობას. … ბოსფორზე წარმოქმნილ სრუტეზე წყალი ღრიალით მიექანებოდა წარმოუდგენელი სიჩქარით არანაკლებ სამასი დღის განმავლობაში.“

თუმცა ნეოლითური მიწათმოქმედება ამ დროისთვის უკვე პანოლიის დაბლობს აღწევდა, ავტორები მის გავრცელებას უკავშირებენ წყალდიდობით გადაადგილებულ ხალხებს. ასევე ვარაუდობენ, რომ ამ უეცარ მასიურ წყალდიდობას გადარჩენილთა მეხსიერება იყო ნოეს წარღვნის ლეგენდის საფუძველი.

ექსპედიციათა სერიაში ზღვის არქეოლოგთა ჯგუფმა რობერტ ბალარდის ხელმძღვანელობით დაადგინა უძველესი სანაპირო ზოლის მოხაზულობა, მტკნარი წლის ლოკოკინათა ნიჟარების, ჩაძირულ მდინარეთა ხეობების, ხის მორებზე ადამიანთა ხელსაწყოების ანაბეჭდებით, ადამიანის შექმნილი სტრუქტურებით წყალში შავი ზღვის თანამედროვე სანაპიროდან დაახლოებით 100 მეტრში თურქეთის ჩრდილოეთით. მტკნარი წლის მოლუსკების ასაკის რადიოკარბონულმა დათარიღებამ უჩვენა, რომ მათი ასაკი დაახ. 7.000 წელი უნდა იყოს.

ჟურნალი „ნიუ საიენტისტის“ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად (4 მაისი, 2002, გვ. 13), მკვლევარებმა ბოსფორის სამხრეთით წყალქვეშა დელტა აღმოაჩინეს. ასევე მტკიცე საბუთი არსებობს შავი ზღვიდან გამავალი ძლიერი მტკნარი წყლის დინების არსებობისა ძვ. წ. მე-8 ათასწლეულში.

პან-ევროპული პროექტის ფარგლებში შავი ზღვის ფსკერის დანალექის გამოკვლევამ 2004 წელს დაადასტურა პიტმან/რაიანის დაკვნები. უფრო მეტიც, მარკ სიდალის მიერ წარმოებული გათვლებით ნაწინასწარმეტყველი წყალქვეშა კანიონის არსებობაც ფაქტობრივად დადასტურდა.

ეს ჰიპოთეზა დღემდე აქტიური განხილვისა და დებატების საგანია არქეოლოგთა შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონ ნობლ უილფორდი, „გეოლოგები უკავშირებენ შავი ზღვის დატბორვას სოფლის მეურნეობის განვითარებას“ ნიუ-იორკ ტაიმსი, 17 დეკემბერი, 1996, გვ. B5 და B13.
  • ვ. ბ. რაიანი და ვ. ს. პიტმანი, „ნოეს წარღვნა: ახალი მეცნიერული აღმოჩენები მოვლენის შესახებ რომელმაც ისტორია შეცვალა“, 1998.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]