შავამლაყი მეღორღია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| შავამლაყი მეღორღია | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Oenanthe hispanica | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
შავამლაყი მეღორღია (ლათ. Oenanthe hispanica) — მიმომფრენი ფრინველი მემატლიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 13,5-15,5 სმ აღწევს. იკვებება მწერებითა და ობობებით. გამოსაზამთრებლად აფრიკაში მიფრინავენ. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ჩვეულებრივ ბინადრობს მთისწინეთებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 4-5 კვერცხს. საქართველოში გვხვდება მრავალ ადგილას, როგორც მობუდარი ფრინველი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The Internet Bird Collection (ინგლისური)
- Oenanthe hispanica (რუსული)