შადეი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
შადეი (Sade) — ინგლისური რითმ-ენდ-ბლუზ ჯგუფი, ჩამოყალიბეული 1983 წელს. მათ მუსიკაში არის რითმ-ენდ-ბლუზის, სოულის, ჯაზის, ფანკისა და სოფტ როკის ელემენტები. ჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს მისი წამყვანი ვოკალისტის, შადეი ადუსგან სახელისგან.
ჯგუფის სადებიუტო ალბომი Diamond Life მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში და პლატინის სტატუსი შეიძინა. 1986 წელს შადეიმ მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისათვის. აშშ-ში გაყიდული ჯგუფის ალბომების რაოდენობა 23.5 მილიონ ასლს აღწევს. მსოფლიოში გაყიდულია ჯგუფის 50 მილიონზე მეტი დისკი. VH1-ის გამოკითხვაში ’ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელი’ შადეი #50 ადგილს იკავებს.[1]
დისკოგრაფია[რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- Diamond Life (1984)
- Promise (1985)
- Stronger Than Pride (1988)
- Love Deluxe (1992)
- Lovers Rock (2000)
- Soldier of Love (2010)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური გვერდი
- შადეი საიტზე MySpace
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Sade Announces First Tour in Eight Years. VH1. წაკითხვის თარიღი: 2009-06-14.
|
||||||||||||||||||||