ყუბანოქერუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყუბანოქერუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Kubanochoerus (Gabunia, 1955)

ყუბანოქერუსი (ლათ. Kubanochoerus) — ნამარხი ღორი. ზომით დღემდე ცნობილ ღორისებრთა შორის ყველაზე დიდი იყო. ჰქონდა დაბალი ქალა, რომლის სატვინე ნაწილი უკან ძლიერ იყო დახრილი, გრძელი დინგი, შუბლზე ერთი დიდი (ცენტრალური) და ორი გვერდითი პატარა რქისებრი გამონაზარდი (ეს გამონაზარდები შესაძლოა მამლებს ჰქონდათ). თავისი ზომებით ყუბანოქერუსი წააგავს თანამედროვე გარეულ ღორს, ტახს.

ცნობილია ჩრდილოეთ აფრიკის, კავკასიის, მონღოლეთისა და ჩინეთის შუამიოცენური პერიოდის ნალექებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]