ყიფლიბანდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წინა ყიფლიბანდი ახალშობილის ქალაზე

ქალას აპკები ანუ ყიფლიბანდი (ლათ.  fonticulus) — ახალშობილთა ქალასარქვლის ძვლებს შორის დარჩენილი გაუძვალებელი უბნებია. დროთა განმავლობაში ეს უბნები მთლიანად იცვლება ჯერ ხრტილოვან, შემდეგ კი ძვლოვანი ქსოვილით და ძვლებს შორის რჩება მხოლოდ ბოჭკოვანი ჩანაფენი. განარჩევენ შუბლის (დიდი ანუ წინა) ყიფლიბანდს, რომელიც მდებარეობს შუბლის ძვალსა და თხემის წყვილ ძვალს შორის და ნორმალურად უნდა გაძვალდეს 2 წლისათვის; კეფის (უკანა ანუ მცირე) ყიფლიბანდს, რომელიც ჩართულია საგიტალური ნაკერის (თხემის ძვლებს შორის) ლამდისებრ ნაკერთან (თხემისა და კეფის ძვლებს შორის) შეერთების ადგილას და ნორმალურად უნდა გაძვალდეს 6-9 თვეში; წყვილწინა (სოლისებური) და უკანა (დვრილისებური) გვერდით ყიფლიბანდებს. ყიფლიბანდის გაძვალება გვიანდება რაქიტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]