ყინული (საიდუმლო მასალები)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"ყინული"
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი
Ice 1x07.jpg
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 8
სცენარი გლენ მორგანი, ჯეიმზ ვონგი
რეჟისორი დევიდ ნატერი
მუსიკა მარკ სნოუ
კოდი 01-107
ეთერი 29 ოქტომბერი, 1993
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
"მოჩვენება კომპიუტერში" "კოსმოსი"

ყინული (Ice) — სერიალის საიდუმლო მასალები პირველი სეზონის მერვე სერია, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 5 ნოემბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება]

აგენტები მალდერი და სკალი ჩადიან არქტიკაში, კვლევით სადგურზე, სადაც მათთან ერთად ასევე მიემგზავრებიან გეოლოგი, ექიმი და ტოქსიკოლოგი. ისინი იძიებენ საქმეს, რომელიც დაკავშირებულია უცნაურ მოვლენებთან - წინა ექსპედიის წევრების დაღუპვაზე.

სერიის მსვლელობისას ისინი დაადგენენ, რომ მეცნიერებს თავს დაესხა უცნაური არამიწიერი ორგანიზმი, რომელმაც მათში სპეციფიური ინფექცია დატოვა. ამ ინფექციის გამო ადამიანები აგრესიულები ხდებიან და უჩნდებათ ერთმანეთის მოკვლის სურვილი.

ეპიზოდის დასასრულს, გადარჩენილებთან ერთად შინ დაბრუნებული მალდერი გადაწყვიტავს, დაბრუნდეს არქტიკაზე, რათა გამოიკვლიოს უცნაური ორგანიზმი, მაგრამ შეიტყობს, რომ სამხედრო ძალებმა და ეპიდემიათა კონტროლის ცენტრმა გაანადგურეს მთლიანი სადგური.