ყითა ნაწლავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყითა ნაწლავის განივი კვეთი (ქალი)

ანუსი (ლათ. anus — „რგოლი“) — ადამიანის სწორი ნაწლავის დაბოლოებას წარმოადგენს. ფეკეალიები და გაზი ორგანიზმიდან ნაწლავების გავლით ანუსიდან გამოიყოფა — სწორედ ესაა ანუსის ბიოლოგიური დანუშნულება.

როლი დეფეკაციაში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დეფეკაცია.
ქალის ანუსი

ანუსის დანიშნულება ორგანიზმიდან ფეკეალიებისა და აირის გამოყოფაა. სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის წყალობით (ჰიდრავლიკური მექანიზმი, ასევე ჰემოროიდული სტრუქტურა აქტიურად მონაწილეობს აირებისა და შიგთავსის შესაკავებლად, სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის ჰერმეტიზაციაში) ადამიანს შეუძლია დაარეგულიროს დეფეკაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც ფეკეალიები გადადის ანალურ არხში ე.წ. ანალური სფინქტერების მოდუნების ხარჯზე ხდება მათი სწორი ნაწლავიდან გარეთ გამოყოფა.

თმა[რედაქტირება]

გარდატეხის ასაკის დაწყებისთანავე ანუსის ირგლივ თმა ამოსვლას იწყებს. ადამიანები, რომელნიც თავს მათ გარეშე გაცილებით კომფორტულად გრძნობენ, სხვადასხვა საშუალებებით ებრძვიან არასასურველ თმას. ყველაზე გავრცელებული მეთოდი - საპარსი საშუალებების გამოყენებაა, თუმცა პროცესი ხშირ შემთხვევაში მგრძნობიარე კანის გაღიზიანდებას იწვევს, ამის თავიდან ასაცილებლად დასრულებისთანავე აუცილებელია გაპარსულ არეალზე კანის დამანოტივებელი კრემისა თუ ზეითუნის ზეთის წაცხება.

როლი სექსუალურ ცხოვრებაში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ანალური სექსი.
მამაკაცის პროსტატის ჯირკვლის ადგილმდებარეობა

1.ანალური სექსი, რომლის დროსაც მამრი სექს პარტნიორის სწორ ნაწლავში ათავსებს პენისს.

2.ე. წ. „ანალური მასტურბაცია“ — რაც გულისხმობს ანალურ არხში თითის/თითების ან მუშტის მოთავსებას. ანალური მასტურბაცია განსაკუთვრებით სასიამოვნოა მამაკაცებისათვის, რადგან ამ დროს ისინი ასტიმულირებენ პროსტატის ჯირკვალს (ე. წ. მამაკაცთა A წერტილს), რაც ორგანიზმის ძლიერ აღგზნებასა და სპერმის სწრაფ გამოყოფას იწვევს, მაშინ, როდესაც მამაკაცთა გარკვეული ნაწილისათვის პროსტატის ჯირკვლის სტიმულირება სულაც არაა სასიამოვნო პროცესი.

რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მათთვის ანუსის სტიმულირება ისეთი სასიამოვნო არაა, როგორც მამაკაცთათვის. ქალთათვის სექსი ე.წ. G წერტილის (იხილეთ სურათი) პენისით სტიმულირების ხარჯზეა სასიამოვნო, სწორედ ამიტომ ანალური სექსის დროს შეუძლებელია ჩვეულზე მეტი სიამოვნების მიღება.

3.ანუსის სტიმულირება ასევე მოიცავს სწორ ნაწლავში ე. წ. „სექს სათამაშოების“ მოთავსებას, რომელთა მეშვეობითაც ხდება პროსტატის სტიმულირება.

4.ანუსის ენით სტიმულირების პროცესი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით უამრავი ადამიანი, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, უდიდეს სიამოვნებას იღებს პროსტატის სტიმულირების ხარჯზე. სამეცნიერო ენაზე ამ პროცესს „ანალური მასაჟი“ ეწოდება.

ჯანმრთელობა[რედაქტირება]

სწორ ნაწლავში, ანუსის ირგვლივ უამრავი ინფექციის გადამტანი ბაქტერია ბინადრობს, სწორედ ამიტომ საპნითა და თბილი წყლით ანუსის ხშირი გასუფთავება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანუსის გარშემო კანი მეტად ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ იოლად ღიზიანდება - იწყება ქავილი, წვა... ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბუნებრივი ზეთის გამოყენება, რომელიც დაარბილებს და დაატენიანებს კანს. ანუსის გაღიზიანება შესაძლოა უამრავმა ფაქტორმა გამოიწვიოს.

პათოლოგიები[რედაქტირება]

დაავადებები: ჰემოროი (ბუასილი), აბსცესი, ფისტულა, კიბო (ანალური), ქავილი. დაუცველი ანალური სექსი დროს შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაინფიცირება, სწორედ ამიტომ უმჯობესია სპეციალურად ანალური სექსის მოყვარულ მამაკაცთათვის განკუთვნილი პრეზერვატივების გამოყენება.