ყაჩაღის ასული რონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაჩაღის ასული რონია
Ronja Rövardotter
Ronja rovardotter.jpg
წიგნის გარეკანი, შვედური გამოცემა
ავტორი

ასტრიდ ლინდგრენი

ილუსტრატორი

ილონ ვიკლანდი

ქვეყანა

შვედეთი

ენა

შვედური

თემა

თავგადასავალი, მეგობრობა

ჟანრი

ფენტეზი

გამომცემელი

Rabén & Sjögren

გამოცემის თარიღი

1981

გვერდი

235

oclc

9462379

წინამორბედი

'

მომდევნო

'

ISBN

91-29-54877-2

ყაჩაღის ასული რონია“ (შვედ. Ronja Rövardotter) — ასტრიდ ლინდგრენის ზღაპარი, რომელიც 1981 წელს გამოიცა. ნაწარმოებში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლები ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების (მანამდე მოსისხლე მტრების) შერიგება და დამეგობრება.

სიუჟეტი[რედაქტირება]

რონია მატისის, ყაჩაღთა მეთაურის ერთადერთი შვილია. ყაჩაღები ცხოვრობენ უღრან ტყეში, ძველ ციხე-კოშკში, რომელიც რონიას დაბადების ღამეს ელვამ ორად გაყო. გოგონა მამაცი და კეთილია და ყველა ყაჩაღი მას პატივს სცემს. იგი დიდ დროს ატარებს ციხე-კოშკში სეირნობით და არც კი ეჭვობს, რომ იქ მისთვის უცნობებიც ცხოვრობენ.

მაგრამ ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ კოშკის მეორე ნაწილში ცხოვრობს ყაჩაღ ბორკას, მატისის მტრის ხალხი. ბორკას ჰყავს შვილი, ბირკი, რომელსაც რონია უმეგობრდება. მაგრამ მშობლები ამ მეგობრობას წინ აღუდგებიან. რონია და ბირკი ტოვებენ სახლს და დასახლდებიან ტყეში, სადაც ველური ბუნება და უცნაური არსებებია. მშობლებს ენატრება შვილები და ძველი მტრობის დავიწყება მათ დასაბრუნებლად ერთადერთი გზაა. საბოლოოდ, ყაჩაღური კლანები ერთიანდებიან, მაგრამ რონია და ბირკი მოულოდნელად აცხადებენ, რომ მომავალში ყაჩაღურ ცხოვრებას არ აპირებენ.

ქართული გამოცემა[რედაქტირება]

ყაჩაღის ასული რონია საქართველოში პირველად 2002 წელს დაიბეჭდა. იგი გამოსცა გამომცემლობა დიოგენემ.

ფილმი[რედაქტირება]

1984 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი „ყაჩაღის ასული რონია“.