ყანიშ სათფაევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყანიშ სათფაევი
დაბ. თარიღი 30 მარტი/11 აპრილი 1899
დაბ. ადგილი პავლოდარის ოლქი, ყაზახეთი
გარდ. თარიღი 31 იანვარი 1964
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ყანიშ იმანთაის ძე სათფაევი (ყაზახ. Қаныш Имантайұлы Сәтбаев; რუს. Каны́ш Иманта́евич Сатпа́ев; დ. 30 მარტი/11 აპრილი, 1899, ყოფ. აკელის თემის აული ახლანდელი პავლოდარის ოლქში — გ. 31 იანვარი, 1964, მოსკოვი) — ყაზახი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სკკპ წევრი 1944 წლიდან. საბჭოთა მეტალოგენიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1926 წელს დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1941-1964 წლებში იყო ახლანდელი ყაზახეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ახლა ეს ინსტიტუტი სათფაევის სახელს ატარებს), 1942 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყაზახეთის ფილიალის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, 1946-1952 წწ. და 1955-1964 წწ. — ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სათფაევის შრომები ძირითადად ეხება ყაზახეთის წიაღისეულის პროგნოზირების პრობლემებს. სათფაევი იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს II, III, V და VI მოწვევის დეპუტატი. ლენინური (1958) და სსრკ სახელმწიფო (1942) პრემიები.

დაჯილდოებულია 4 ლენინის ორდენით, სამამულო ომის 2 ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით. სათფაევის სახელი ეწოდა მინერალს სათფაევიტი. დაკრძალულია ალმა-ათაში.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Избр. труды, т. 1-5, А.-А., 1967-70.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]