ყაზახეთის სტეპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეპი აღმოსავლეთ ყაზახეთში

ყაზახეთის სტეპი ან ყირგიზეთის სტეპი — დიდი ეკორეგიონი ცენტრალურ აზიაში. მოიცავს ჩრდილოეთ ყაზახეთსა და მის მიმდებარე რუსეთის ტერიტორიების სტეპებს. გადაჭიმულია დასავლეთით პონტოურ-კასპიურ სტეპამდე, ხოლო აღმოსავლეთით ემინის ველის სტეპამდე.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეპი გადაჭიმულია 2200 კმ-ზე კასპიისპირა დაბლობის აღმოსავლეთით და არალის ზღვის ჩრდილოეთით, ალტაიმდე. ეს მსოფლიოში უდიდესი სტეპური რეგიონია და მას დაახლოებით 804.5 ათასი კმ² უკავია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილს სტეპები, ნახევარუდაბნოები და უდაბნოები შეადგენენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]