ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღე
ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღე ფოტოსურათი
ყაზახეთის გერბი
დაწესდა 16 დეკემბერი, 1991
აღნიშნავენ ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
თარიღი 16 დეკემბერი
დაკავშირებულია ყაზახეთის დამუკიდებლობის დეკლარაციის მიღებასთან

ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღეყაზახეთის რესპუბლიკის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული. აღინიშნება ყაზახეთში ყოველწლიურად 16 დეკემბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 16 დეკემბერს ყაზახეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის შესახებ. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო ყველაზე უკანასკნელი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა[1].

16 და 17 დეკემბერი ყაზახეთის რესპუბლიკაში არის უქმე დღეები[2].

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლის 16 დეკემბერს ალმა-ათაში (ჟელტოქსანი) და 2011 წლის ამავე დღეს მანგისთაუს ოლქში (ჟანაოზენის მღელვარება) გაიმართა მასობრივი გამოსვლები, რომლებიც დასრულდა მსხვერპლით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]