ღორიხვასნაირნი
| ღორიხვასნაირნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Gaviiformes | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ღორიხვასნაირნი (Gaviiformes), ფრინველთა რიგი, მოიცავს ერთი ოჯახის ერთ გვარს (Gavia), რომელშიც გაერთიანებულია 3 სახეობა: წითელყელა ღორიხვა (Gavia stellata), შავყელა ღორიხვა (Gavia arctica) და პოლარული ღორიხვა (Gavia immer). ღორიხვასნაირნი ბინადრობენ ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზოლში, ჩრდილოეთით აღწევენ შორეულ კუნძულებს. აზიაში ბინადრობენ ველისა და მაღალმთიან ტბებზედაც.სამხრეთ ნახევარსფეროში არ გვხვდებიან. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება პირველი 2 სახეობა. ტანად საკმაოდ დიდი ფრინველები არიან (მასა 1-5 კგ). ღორიხვასნაირთვის დამახასიათებელია მჭიდრო, ხშირი შებუმბლვა, გრძელი, წვრილი ნისკარტი, მოკლე ბოლო, ვიწრო, მახვილი ფრთები. ქვემოდან თეთრად არიან შებუმბვლილი, ზემოდან - შავ-მურად, ზედ თეთრი კოპლებით. იკვებებიან თევზით, წყლის უხერხემლოებით. იყენებენ მათ ბუმბულს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 10, გვ. 597, თბ., 1986
სტატიის