ღირსი კოზმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი კოზმა (გ. 787) — კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 ოქტომბერი (ამ დღეს მოიხსენიებენ კათოლიკეები), ახალი სტილით - 25 ოქტომბერი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმინდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმინდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]