ღვინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვინიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ქვეგანყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  ხრაშუნა სოკოები
სახეობა:  ღვინიო
ლათინური სახელი
Russula cyanoxantha

ღვინიო (ლათ. Russula cyanoxantha) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა რიგისა. ქუდის დიამეტრია 5-10 სმ, კიდეებისაკენ მოლურჯოა, შუაში — მომწვანო-მოიისფრო, ქვედა მხარეს განვითარებულია თეთრი ფირფიტები. ფეხი თეთრია. იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში ზაფხულ-შემოდგომაზე. საჭმელად იხმარება ახალი (მოხრაკული) და დამწინილებული. რბილი და კაკლის გემოს მქონეა. ძირითადად გვხვდება წიფლის ტყეების ძირში. ფოთლოვან ტყეებთან ერთად ქმნის მიკორიზას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]