ღანძილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღანძილი
Ramsons 700.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანნი
ოჯახი: ხახვისებრნი
ლათინური სახელი
Allium ursinum

ღანძილი (ლათ. Allium ursinum) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე ხახვისებრთა ოჯახისა. ივითარებს 15-50 სმ-მდე სიმაღლის სუსტ ღეროს, ძირთან — ორ მოგრძო-ელიფსურ ფოთოლს, წვერზე — ქოლგად შეკრებილ პატარ-პატარა თეთრ ყვავილებს. ნივრის სპეციფიური სუნი აქვს. ყვავილობს მაის-ივლისში. გავრცელებულია ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაში. საქართველოში იზრდება ტენიან დაჩრდილულ ტყეებში, მთის შუა სარტყლამდე. მოხარშულ და შეკმაზმულ ნორჩ ღანძილს საჭმელად ხმარობენ, აგრეთვე ამწნილებენ და ამარილებენ. კარგი საშუალებაა სურავანდის საწინააღმდეგოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება]