ქუჩულა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქუჩულა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Strychnos nux-vomica | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ქუჩულა (ლათ. Strychnos nux-vomica) — ტანდაბალი (15 მეტრამდე სიმაღლის) ხე ლოგანიასებრთა ოჯახისა. იზრდება აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიის ტროპიკულ ტყეებში. თესლი (ძირითადად), მერქანი და ქერქი შეიცავს შხამიან ალკალოიდებს — სტრიქნინს, რომელსაც მედიცინასა და ვეტერინარიაში იყენებენ, ბრუცინს და სხვ. მისი და ბევრი მასთან ახლომდგომი სახეობის ფესვები და ნორჩი ყლორტები შეიცავს ალკალოიდს კურარინს, რომლისგანაც იღებენ ძლიერ მცენარეულ შხამს — კურარეს (სამხრეთ ამერიკის ინდიელები მრავალი საუკუნის მანძილზე ხმარობდნენ ისრების მოსაშხამად).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 578, თბ., 1986 წელი.