ქუსარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქუსარა — ქალაქ-სახელმწიფო ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში მცირე აზიაში. მდებარეობდა ქანესის ანუ ნესის (ახლანდელი ქიულთეფე, ქ. კაისერის) მახლობლად (ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია). სავარაუდოა, რომ ქუსარა ინდოევროპელ ხეთურ-ნესიტურ ტომთა ერთ-ერთი უძველესი კერა იყო, საიდანაც ხდებოდა ხეთების თანდათანობით გავრცელება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიაში. განსაკუთრებით გაძლიერდა მეფე ფითხანასა და მისი ძის ანითას მმართველობის დროს. მოგვიანებით ძვ. წ. XVII საუკუნეში, ქუსარა ხეთების სამეფოს ცენტრი გახდა. მას შემდეგ, რაც ხათუსილი I-მა ხეთების სახელმწიფოს დედაქალაქი ქუსარიდან ხათუსაში (ახლანდელი ბოღაზქოი) გადაიტანა, ქუსარამ დაკარგა მნიშვნელობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]