ქუმუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ხეთური პერიოდის ისტორიული რუკა, რომელზეც აღნიშნულია ქუმუხის მდებარეობა

ქუმუხი, კუმუხი — მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება ძვ. წ. I ათასწლეულში აღმოსავლეთ მცირე აზიაში. მდებარეობდა მელიდის (ახლანდელი მალათიის) სამხრეთით, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე. ძვ. წ. VIII საუკუნემდე დამოუკიდებელი სამთავრო იყო. შემდეგ ურარტუს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. მონაწილეობა მიიღო ასურეთის საწინააღმდეგო კოალიციაში. ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში აქემენიდთა სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო, ძვ. წ. III-II საუკუნეებში სელევკიდებს ემორჩილებოდა. ძვ. წ. 162 წელს დამოუკიდებელი გახდა. მოგვიანებით რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]