ქუთაისობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუთაისობა, ანუ გვირილობა — ტრადიციული სახალხო დღესასწაული, რომელიც 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქუთაისში ყოველწლიურად, ყოველი წლის 2 მაისს იმართება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დღესასწაულს გაცილებით უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს.

პირველად დღესასწაული 1911 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. როგორც ყოველთვის „გვირილობა“ გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში ტარდებოდა. ამ დღეს ქუთაისში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები იმართებოდა.

გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა. „გვირილობა“ ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში.[1]

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოდიან ქუთაისელი ჩოხოსნები პატარებთან ერთად და გამვლელებს ულოცავენ ქუთაისობას. ქალაქ ქუთაისის მერიაში სპეციალურად ამ დღისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოდიან სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რათა ქუთაისის წარმომადგენლებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში.

ქალაქ ქუთაისის საღორიის ტყე-პარკში იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, იმერეთის 11 რეგიონიდან ჩამოდიან მუნიციპალიტეტების მიერ შერჩეული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები და მართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

ქალაქ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში, კულტურის სამსახურის პროგრამის გათვალისწინებით იმართება სპექტაკლები და სიმფონიური ორკესტრის შემოქმედებითი საღამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]