ქოსე-დაღის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქოსე-დაღის ბრძოლა
მონღოლების მიერ ანატოლიის დაპყრობის ნაწილი
Bataille de Közä Dagh (1243).jpeg
XIV საუკუნის მინიატურა, კატალონია.
თარიღი 26 ივლისი[1][2] (ან 1 ივლისი[3]) 1243
მდებარეობა მცირე აზია
შედეგი მონღოლების გამარჯვება
მხარეები
მონღოლთა იმპერია, სომეხი და ქართველი თავადები რუმის სასულთნო, ტრაპიზონის იმპერია, სომეხი და ქართველი თავადები
მეთაურები
ბაიჯუ ქეი-ხოსროვ II
ძალები
30-40 ათ. 70-80 ათ

ქოსე-დაღის ბრძოლა — ბრძოლა რუმის სასულთნოსა და მონღოლების იმპერიის ჯარებს შორის. გაიმართა 1243 წლის 26 ივლისს (ან 1 ივლისს) მცირე აზიაში, არზრუმსა და ერზინკას შორის მდებარე ქოსე-დაღის ველზე.

რუმის სულთნის ჯარში, ისევე როგორც თათარ-მონღოლთა მხარეს ქართველი დიდებულები და საქართველოდან გამოყვანილი ლაშქარი იღებდა მონაწილეობას.

ქართველი ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღგვიწერს ამ ბრძოლას:

ვიკიციტატა
„ვითარ განთენდა და მოვიდა სულტანი სპითა საზარელითა, რამეთუ იყო ოთხასი ათასი მხედარი, და განაწყვეს რაზმი, აქეთ თათართა განაწყვეს რაზმი და ურჩეულესი მათი მარცხენასა მხარესა დააწესნეს. ესრეთ აქუნდათ წესად, უმჯობესთან ვიდრემდე მარცხენასა კერძოსა დააწესებდიან... ხოლო დროშა მათთა სიმეწამულე მოასწავებდა სისხლსა დამოღურილობასა მტერთასა. ამათ რა ესრეთ ყოველი ნათესავი ქართველთა წინამბრძოლყვეს და ვითარცა მიიახლნეს ურთიერთას... მყის მიეტივნეს. ხოლო ქართველნი უპირატეს და უმხნეს ძლიერად ეწყუნეს და იქმნა ომი სასტიკი. მოწყდა სიმრავლე ურიცხვი სპათაგან სულტნისა, სადა სახელოვანიცა შარვაშისძე დარდინ აფხაზი, მხედართმთავარი მათი, მოიკლა და ივლტოდეს სპანი სულტნისანი და დევნა – უყვეს რა თათართა და ქართველთა, ურიცხვი მებრძოლი მოსრეს და შეიპყრეს.[4]

დამარცხებულმა სულთანმა ქეი-ხოსროვ II-მ ზავი ითხოვა. რუმის სასულთნო მონღოლების მოხარკედ იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნემდე), ტ. III, თბ., 2012

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნემდე), ტ. III, თბ., 2012, გვ. 38-39
  2. Еремеев Д. Е., Мейер М. С. Государство Сельджукидов Малой Азии в первой половине XIII века // История Турции в средние века и новое время: Учебное пособие
  3. Новичев А. Д. История Турции. — Л.: Изд-во Ленинградского университета, 1963. — Т. 1: Эпоха феодализма (XI—XVIII века). — С. 19.
  4. საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნემდე), ტ. III, თბ., 2012, გვ. 39