ქორდა (ბიოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიცხვით 2 აღნიშნულია ქორდა

ქორდა (ბიოლოგია) — ზურგის სიმი, ქორდიანებისა და ადამიანის ჩონჩხის ელასტიკური უსეგმენტო წარმონაქმნი. წარმოადგენს სხეულის გასწვრივ ღერძს. ქორდა ცხოველებს ძირითადად ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში აქვთ. გარსიანებს (აპენდიკულარები), უქალოებს (ლანცეტა), ზოგიერთ ხერხემლიანსა და თევზს ქორდა სრული სახით აქვთ შენარჩუნებული. დანარჩენი ხერხემლიანების ქორდა მალებით იცვლება, საბოლოოდ კი ქრება და მის ადგილას ხერხემალი რჩება. ფრინველებს ქორდის ნაშთები არ გააჩნიათ.

თავდაპირველად ჩანასახში ქორდა პირველადი ნაწლავის საფრიდან ვითარდება ცილინდრული-ღერძისებრი ზონრის სახით, რომელიც შემდგომ თავისებური გარსით იფარება. ქორდა საყრდენ ფუნქციას ასრულებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]