ქლამიდიოზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქლამიდიოზი (ძვ. ბერძნ. χλαμύδος — მოსასხამი) — სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ადამიანებს შორის, რომლის გამომწვევია ბაქტერია „Clamydia trachomatis“. ინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტისას უროგენიტალური ქლამიდიოზით დაავადებულ ადამიანთან. შესაძლოა ნაყოფზე გადასვლაც დაავადებული დედის საშვილოსნოში ან სამშობიარო გზების გავლისას.

სიმპტომები[რედაქტირება]

ქალებში უროგენიტალური ქლამიდიოზის სიმპტომები მესამედ შემთხვევებში გამოიხატება:

უროგენიტალური ქლამიდიოზის სიმპტომები მამაკაცებში გამოიხატება:

  • ლორწოვანი გამონადენი ურეტრადან
  • დიზურია
  • ტკივილები მუცლის ქვედა არეში
  • ერექციის დარღვევა

გარდა ამისა, პათოლოგიური პროცესების ლოკალიზაციის მიხედვით ორივე სქესის პირს შესაძლოა აღენიშნებოდეს გამონადენი და დისკომფორტი ანორექტალურ არეში, ჰიპერემია კონიუნქტივას ლორწოვან გარსში, ცრემლდენა, ართრალგია, ჰიპერემია საყლაპავის ლორწოვან გარსში.

უროგენიტალური ქლამიდიოზით დაავადებულებს საჭიროა ჩაუტარდეთ გამოკვლევები სხვა ინფექციურ დაავადებებზეც.

მკურნალობა[რედაქტირება]

უროგენიტალური ქლამიდიოზის მკურნალობა ხელს უწყობს მძიმე გართულებების პროფილაქტიკას და სქესობრივი პარტნიორების და ჩვილების დაცვას. მედიკამენტურ საშუალებას წარმოადგენს ანტიბიოტიკები. დროული აღმოჩენის და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი დადებითი