ქირურგიული მაკრატელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქირურგიული მაკრატელი

ქირურგიული მაკრატელი — ბასრად ალესილი, ქსოვილთა გასაკვეთი ქირურგიული ინსტრუმენტია. იგი შედგება ორი დეტალისაგან, რომლის პირებიც ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობისას კვეთავენ ქსოვილებს.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკრატლის პირების მოძრაობის ხასიათიდან გამომდინარე განასხვავებენ

  • სახსრიან მაკრატლებს (მკვეთავი მოქმედება – პირების გაყოლებაზე);
  • გილიოტინისებური მაკრატელი (მკვეთავი მოქმედება – ზედა და ქვედა პირების ერთმანეთზე დადება). გამოიყენება მკვრივი ქსოვილების (ძვლების, ხრტილების და სხვა) მოსაკვეთად.
  • სახსრიანი (ჩვეულებრივი) მაკრატელი გამოიყენება, როგორც ქსოვილთა ბასრი და ბლაგვი პრეპარირების, ასევე ქირურგიული მასალის (კერძოდ, ქირურგიული ძაფის, შესახვევი მასალის, ნახვევების) გაჭრის მიზნითაც.

მაკრატლის პირების მჭიდროდ შეერთება უმეტესად ხდება ხრახნით.

მაკრატლები ფორმისა და ზომის მიხედვით არსებობს შემდეგნაირი:

მაკრატლის ხმარების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკრატელი უნდა დავიკაოთ მარჯვენა ხელის I და IV თითებით , საჩვენებელი თითი უნდა იმყოფებოდეს ხრახნის მახლობლად, ხოლო შუა (მესამე) თითი – რგოლსა და პირს შორის. ამ წესი საშუალებას იძლევა მაკრატელი ხელში მჭიდროდ და მყარად გვეჭიროს.

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკრატელი არ გამოიყენება კანზე განაკვეთის გასაკეთებლად!

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Katja Nuß:Veterinärmedizinische Instrumentenkunde. Schattauer Verlagsgesellschaft mbH, Stuttgart 1998, ISBN 3-7945-1794-6.
  • Max Saegesser:Chirurgische Operationslehre. Springer Verlag Berlin Heidelberg GmbH, Berlin Heidelberg 1935.