შესაძლოა ბერძნული ἀντί + μόνος (anti monos)–დან, რაც მიახლოებით ნიშნავს მარტოობის საწინააღმდეგოს, რადგანაც სჯეროდათ, რომ ის ბუნებაში არასდროს არსებობდა სუფთა სახით, ან ἀντί + μοναχός (anti monachos)–დან, რაც ნიშნავს ბერის მკვლელს, რადგანაც ბევრი ალქიმიკოსი ბერი იყო და ანთიმონი კი შხამიანია. შესაძლოა ასევე წარმოიშვა ძველეგვიპტურიანთოს ამონისგან (გამოთქმა), რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ღვთაება ამონის ყვავილი“. ელემენტის სიმბოლო Sb ლათინური stibium-დანაა, რომელიც მომდინარეობს ბერძნული στίμμι (stimmi; გენიტივში: στίμμεος or στίμμιδος)–დან, რომელიც შესაძლოა ნასესხებია ეგვიპტურიდან ან არაბულიდან.
ლურჯ–მწვანე შპატი, მაგრამ შესაძლოა უკავშირდება სახელს ბელური
βήρυλλος (ბერილოს), აღნიშნავს ბერილს, რომელიც შეიცავს ბერილიუმს. მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან βήρυλλος, (ბერილოს, ბერილ), რაც, თავის მხრივ, პრაკრიტული ვერულიადან (वॆरुलिय), პალური ველურიადან (वेलुरिय) მოდის, რაც ნიშნავს „გაფერმკრთალებას“ (to become pale) და უკავშირდება ფერმკრთალ ნახევრადძვირფას ქვას ბერილს. სიტყვა საბოლოოდ მიიღება სანსკრიტული वैडूर्य ვაიდურიადან, რაც შეიძლება უკავშირდება ქალაქ ბელურის სახელს.
სახელი ეწოდა აღმოჩენის ადგილის, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მიხედვით. ქალაქ ბერკლის კი სახელი ეწოდა ჯორჯ ბერკლის პატივსაცემად. სახელი „ბერკლი“ მომდინარეობს ძველინგლისური სიტყვიდან beorce léah, რაც „არყის ველს“ ნიშნავს.
„ბისემუტუმ“ (bisemutum) წარმოდგება გერმანული „ვისმუთიდან“ (Wismuth), ეს კი შესაძლოა weiße Masse–დან მოდიოდეს, რაც „თეთრ მასას“ ნიშნავს და ბისმუტის ფერზე მიუთითებს.
მომდინარეობს ლათინური გალიიდან (Gallia), რაც ნიშნავს გალიას (საფრანგეთის ძველი სახელწოდება), ასევე Gallus-დან, რაც მამალს ნიშნავს. ელემენტი აღმოაჩინა ლეკოკ დე ბუაბოდრანმა, და მას უწოდა გალიუმი როგორც თავისი სამშობლოს, საფრანგეთის, ასევე, საკუთარი თავის პატივსაცემად, რადგანაც Lecoq ასევე მამალს ნიშნავს ფრანგულად. მენდელეევმა გალიუმის არსებობა იწინასწარმეტყველა და მას ეკა–ალუმინი უწოდა.
სახელი ეწოდა დუბნას მიხედვით, სადაც ის აღმოაჩინეს (ბირთული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტი, დუბნა, სსრკ). ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერების წინადადებით, ელემენტისთვის აპირებდნენ ჰანიუმის (Hahnium, Ha) დარქმევას , ოტო ჰანის პატივსაცემად, მაგრამ ეს შეთავაზება უარყოფილ იქნა.
სახელი ეწოდა სოფელ იტერბის პატივსაცემად, რომელიც შვედეთში მდებარეობს და სადაც დიდი რაოდენობით იტრიისა (Yttria) და ერბიუმის (Erbium) კონცენტრაცია აღინიშნება.
მეგრულად ვარჩხილი, კვარჩხილი, სვანურად ვარჩხილი, ძველქართულად ვეცხლი,დიდოურადმიცხის, უნწოურადმიცხირ. შესაძლოა, ხურიტული ushu და ქართული ve(r)sh(li) საერთო წარმოშობისაა[4][5]. ვერცხლის სიმბოლო Ag მომდინარეობს მისი ლათინური სახელისგან Argentum
ვერცხლისწყლის სიმბოლო Hg მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან „ὕδωρ“ (ჰიდორ) და „ἀργυρός“ (არგიროს), რომელიც ლათინურში გადავიდა, როგორც Hydrargirum. ორივე მათგანი ნიშნავს ვერცხლისწყალს. მისი ინგლისური სახელწოდებაა Mercury. ვერცხლისწყლის სახელწოდება ქართულად პირველად გვხვდება გრიგოლ ნოსელის X საუკუნის ხელნაწერში „კაცთა აგებულებისათვის“ ასეთი რედაქციით: ვეცხლწყალი[6].
ელემენტს სახელი ეწოდა მინრალ ვოლფრამიტის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ XVI საუკუნეში იყო ცნობილი სახელწოდებით „მგლის ქაფი“ (ლათინურად Spuma lupi, ხოლო გერმანულად Wolf Rahm). სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვოლფრამი, რომელიც შედიოდა კალის მადანში, ხელს უშლიდა მის გამოყოფას და გადაჰქონდა ის ქაფის წიდაში.
მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ἴρις, რაც „ცისარტყელას“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი მარილების მრავალფეროვნობის გამო. ირიდა ეწოდება ასევე ბერძნულ მითოლოგიაში ცისარტყელას ქალღმერთს.
სახელი ეწოდა ინდიგოს მიხედვით, ინდიგოს სპექტრული ხაზის გამო. სიტყვა „ინდიგო“ მომდინარეობს ესპანური indico–სგან და პორტუგალიური indigo–სგან, ლათინური indicum–სგან, ბერძნული ἰνδικόν–სგან, რაც ნიშნავს „ლურჯ საღებავს ინდოეთიდან“.
მომდინარეობს ლათინური cadmia-დან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოიშვა ბერძნული καδμεία–სგან, რაც ნიშნავს კალამინს (ერთგვარი მინერალია). კალამინს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟ კადმოსის მიხედვით.
მომდინარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქის კალაჰის სახელიდან, საიდანაც ძველად კალის მადნები გადმოჰქონდათ. ეს ლითონი ჯერ ირანში, თავრიზში შემოდიოდა, რომელსაც ძველად კალი, კალა ეწოდებოდა და აქედან ის საქართველოში შემოდიოდა. (შესაძლოა, მას ამ ქალაქის სახელი შეარქვეს). ძველ ქართულ მწერლობაში ეს სიტყვა არ გვხვდება. იმ დროს ხმარობდნენ „ბრპენს“ ანუ „პრპენს“.[7]. ელემენტის სიმოლო Sn მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან stannum
მომდინარეობს გერმანული სიტყვისგან kobold, რაც „ბოროტ სულს“ ნიშნავს. მეტალს ასე უწოდეს მაღაროელებმა, რადგანაც ის მომწამვლელი იყო. სხვა წყაროების თქმით, მაღაროელები მიიჩნევდნენ, რომ მითოლოგიური კობოლდები კობალტს მოპარული ვერცხლის ნაცვალდ ათავსებდნენ მაღაროში. ზოგი ასევე ფიქრობს, რომ სახელი შეიძლება მომდინარეობდეს ბერძნული κόβαλος–გან (კობალოს), რაც „მაღაროს“ ნიშნავს.
სახელი მომდინარეობს სიტყვისგან λίθος, რაც ქვას ნიშნავს. ასე იმიტომ ეწოდა, რომ აღმოაჩინეს მინერალში, მაშინ, როცა სხვა ალკალოიდები (კალიუმი და ნატრიუმი) მცენარის ქსოვილში აღმოაჩინეს.
სახელი ეწოდა ამერიკელი მეცნიერის ერნესტ ლოურენსის მიხედვით, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ციკლოტრონის განვითარებაში. 1963 წლიდან ელემენტის სიმბოლოა Lr, ადრე კი გამოიყენებოდა Lw.
მომდინარეობს ლათინური Magnesia–დან, რომელიც ბერძნული ენიდან შევიდა. magnesia გადაიქცა Manganese-ად იტალიურში და Manganèse–ად ფრანგულში. მანგანუმს საქართველოში ძველად უწოდებდნენ შავიქვას.
მეგრულადორქო, სვანურადვრქე. შესაძლოა, ოქროს სახელწოდება წარმოქმნილია სიტყვიდან „უქრობი“, იმის გამო, რომ ამ ლითონის მბზინვარება არ ჰქრება, ის არ იცვლება, მისი ზედაპირი არ მქრქალდება.[8] ელემენტის სიმბოლოს Au-ს სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Aurum, რაც „მზიან განთიადს“ ნიშნავს.
სახელი ეწოდა ასტეროიდ პალასის მიხედვით, რომელიც სახელის დარქმევამდე ორი წლით ადრე აღმოაჩინეს. (ასტეროიდს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთის ათენას (ათენა პალადა) მიხედვით.
სახელი ეწოდა ჯუჯა პლანეტა პლუტონის მიხედვით, მზის სისტემის პლანეტების ანალოგიით, რადგანაც ის აღმოაჩინეს ნეპტუნიუმის შემდეგ და პერიოდულ ცხრილში უფრო მაღალი ადგილი უჭირავს, ვიდრე ურანს. პლუტონს კი სახელი ეწოდა რომაულ მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთის პლუტონის მიხედვით. Πλούτων ენათესავება სიტყვა πλοῦτος–ს, რაც „სიმდიდრეს“ ნიშნავს.
მომდინარეობს ბერძნული πράσιος δίδυμος–სგან, რაც „მწვანე ტყუპისცალს“ ნიშნავს. ასე ეწოდა, რადგანაც დიდიმიუმი იყოფა პრაზეოდიმად და ნეოდიმად, განსხვავებული ფერის მარილებად.
მომდინარეობს ყოფილი სახელისგან პროტოაქტინიუმი– ბერძნული პრეფიქსი პროტო (პირველი) + ლათინური აქტინიუმ, რაც ბერძნული სიტყვისგან ἀκτίς (სხივი) მოდის + ლათინური -იუმ.
ელემენტი წარმოიშვება რადიუმის ემანაციის შედეგად. ელემენტის ალტერნატიული, მაგრამ უარყოფილი სახელი იყო ნიტონი (Nt), რაც მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან nitens და „ნათებას“ ნიშნავს.
ლაზურიერკინა, რაც ცას ნიშნავს. ძველების წარმოდგენით, ცა რკინისგან შედგებოდა. ისინი ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდნენ, რომ მეტეორიტი შეიცავდა რკინას. არსებობს აზრი, რომ ქართული rqina დაკავშირებულია ხეთურkunnai-სთან[9]. ელემენტის სიმბოლო Fe მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Ferum, რაც „რკინას“ ნიშნავს.
მეგრულად ლინჯი, სვანურად სპილენძ, სომხურადპღინძ, სპირ ენძ სპერის ანუ ისპირის მადანს ნიშნავს. [10] ელემენტის ლათინური სიმბოლო მომდინარეობს სიტყვისგან Cuprum, რაც მოდის ბერძნული სიტყვისგან „კიპრიოს“ (Κύπριος) და ითარგმნება როგორც „ის, რაც კვიპროსიდანაა“
მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Tellus, რაც „დედამიწას“ ნიშნავს და ასევე terra matter-ს, ქალღმერთს, რომელიც ასახიერებს მშობელ დედამიწას რომაულ მითოლოგიაში.
სახელი ეწოდა პლანეტა ურანის მიხედვით, რომელიც ელემენტამდე რვა წლით ადრე აღმოაჩინეს. პლანეტას კი სახელი დაარქვეს ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის ურანოსის მიხედვით.
მომდინარეობს ბერძნული φῶς + -φόρος–დან, რაც „შუქის მზიდს“ ნიშნავს. ასე ეწოდა იმიტომ, რომ „თეთრი ფოსფორი“ გამოყოფს მკრთალ შუქს ჟანგბადის ზემოქმედებით. სიტყვა ფოსფორი პლანეტა ვენერას (ცისკრის ვარსკვლავის) ძველი სახელწოდება იყო.
მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან caesius, რაც „ლურჯ ცას“ ნიშნავს. სახელწოდება ეფუძნება ელემენტის ლურჯ ხაზებს სპექტრში და ის იყო პირველი ელემენტი, რომელიც სპექტრული ანალიზის მეშვეობით აღმოაჩინეს.
სახელი ეწოდა ორი წლით ადრე აღმოჩენილ ასტეროიდ ცერერას პატივსაცემად. (ცერერა ამჟამად ჯუჯა პლანეტად ითვლება, მას სახელი ეწოდა რომაული მითოლოგიის პერსონაჟის, ნაყოფიერების ღვთაების ცერერას მიხედვით).
მომდინარეობს hassia-სგან, რაც ჰესენის ლათინური სახელწოდებაა. ეს ელემენტი სწორედ ჰესენში, კერძოდ კი დარმშტადტში მდებარე ინსტიტუტში აღმოაჩინეს და სახელიც მის პატივსაცემად დაარქვეს. მას ასევე უწოდებდნენ ეკა–ოსმიუმს
მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან ἥλιος , რაც „მზეს“ ნიშნავს. ჰელიოსი ასევე არის მზის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ეს ელემენტი პირველად სწორედ მზეზე აღმოაჩინეს.
↑ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თხზულებათა სრული კრებული თორმეტ ტომად, ტომი I, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 1979, გვ. 64.
↑ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 32
↑ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 32
↑ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 32
↑ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 31, გვ. 89
↑ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თხზულებათა სრული კრებული თორმეტ ტომად, ტომი I, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 1979, გვ. 64