ქვაქვეშიასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვაქვეშიასებრნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Cottidae | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ქვაქვეშიასებრნი (ლათ. Cottidae) — რქოსანი ღორჯოების ოჯახი. აქვთ დიდი თავი, შიშველი ან ეკლებით, ფირფიტებით დაფარული სხეული, ყბებზე — კბილები. ცნობილია ქვაქვეშიასებრთა დაახლოებით 300-მდე სახეობა. ზღვის ქვაქვეშიათა წარმომადგენელია ევროპული ქვაქვეშია (Myoxocephalus scorpius). დედალი ქვიშიან ფსკერზე ყრის ქვირითს, რომელსაც იცავს მამალი. მტკნარ წყლებში ბინადართა წარმომადგენელია ჩვეულებრივი ქვაქვეშია ანუ ფართოშუბლა (Cottus gobio), რომელიც გავრცელებულია ევროპის მდინარეებსა და ტბებში. დიდი რაოდენობით არიან წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ხშირ შემთხვევაში პატარა ზომისა არიან (ძირითადად 10 სმ-მდე). Scorpaenichthys marmoratus სიგრძეში 72 სმ აღწევს.[1] ბინადრობს ჩვეულებრივ მცირე სიღრმის წყლებში, ქვების ქვეშ. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ელანიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 506, თბ., 1986 წელი.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Eschmeyer, William N. (1998). რედ. Paxton, J.R. & Eschmeyer, W.N.: Encyclopedia of Fishes. San Diego: Academic Press, 178–179 გვ.. ISBN 0-12-547665-5.