ქერონეის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ქერონეიის ბრძოლა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერონეის ბრძოლა
ალექსანდრე დიდის ომების ნაწილი
Battle of Chaeronea 338 BC georgian.gif
ქერონეის ბრძოლის ამსახველი რუკა
თარიღი ძვ. წ. 338, 2 აგვისტო
მდებარეობა ბეოტია, საბერძნეთი
შედეგი მაკედონელების გამარჯვება.
ტერიტორიული
ცვლილებები
ალექსანდრემ და ფილიპემ დაიპყრეს ნახევარი საბერძნეთი. თებელების „საღვთო რაზმი“ განადგურდა.
მხარეები
მაკედონია ათენი,
თებე
მეთაურები
Filip II Macedonia.jpg ფილიპე II
Aleksander-d-store.jpg ალექსანდრე დიდი
ქარესი,
ლისიკლესი,
თეაგენესი
ძალები
30,000 ქვეითი,
2,000 კავალერისტი
35,000
დანაკარგები
უცნობია, დიოდორეზე დაყრდნობით შედარებით მძიმე 1,000 ათენელი, 2,000 დატყვევებული
254-ზე მეტი ბეოტიელი,
3,000 დატყვევებული

ქერონეის ბრძოლა (ძვ. წ. 338) — ბრძოლა ქერონეასთან ახლოს, ბოეტიაში. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაკედონელები, ფილიპე II-ს მეთაურობით და ათენელებისა და თებელების კოალიცია. ბრძოლა დამთავრდა ფილიპეს ბრძყინვალე გამარჯვებით. ქერონეის ველზე მაკედონელების გამარჯვება ბერძნების დამოუკიდებლობის დასასრულს ნიშნავდა. ბრძოლა აღწერილი აქვს დიოდორე სიცილიელს.

წინაპირობები[რედაქტირება]

საბერძნეთის ქალაქებსა და მაკედონიას შორის ომი ჯერ კიდევ ძვ. წ. 340 წელს გარდაუვალი იყო. ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს.

ბრძოლა[რედაქტირება]

ბრძოლის დაწყებამდე ფილიპემ მოწინააღმდეგეებს გაუგზავნა დესპანი, მშვიდობაზე მოსალაპარაკებლად, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ის პირდაპირ ბრძოლის ველისკენ გაემართა 30 ათასი ქვეითითა და 2 ათასი კავალერისტით.

ვიკიციტატა
„ორივე მხარე მოუთმენლად ელოდა ბრძოლის დაწყებას, თუმცა ფილიპეს უპირატესობა ჰქონდა, როგორც არმიის სიმრავლის მხრივ ასევე მეთაურობაშიც. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ბევრ სხვადასხვაგვარ ბრძოლაში და მეტწილად გამარჯვებულიც გამოდიოდა, ასე რომ მას ჰქონდა დიდი გამოცდილება სამხედრო საქმეში. ათენელების საუკეთესო გენერლები კი უკვე დაღუპულები იყვნენ, მაგალითად იფიკრატესი, ქაბრიასი, ტიმოთეუსი. იმდროისთვის საუკეთესოს კი — ქარესს, ჩვეულებრივი ჯარისკაცები არაფრით ჩამოუარდებოდნენ მეთაურობაში“
(დიოდორე სიცილიელი, ისტორიული ბიბლიოთეკა წიგნი № XVI)
ქერონიის ბრძოლა

ფილიპემ მარცხენა ფლანგი ალექსანდრეს ჩააბარა. თვითონ კი მარჯვენას ჩაუდგა სათავეში. ალექსანდრეს წინ განლაგებულები იყვნენ თებელები და მათი გამორჩეული „საღვთო რაზმი“, რომელიც 300 მეომრისგან შედგებოდა. ბერძნების მარცხენა ფლანგზე კი ათენელები იდგნენ. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, სემდეგ კი მთლი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს.

შედეგები[რედაქტირება]

ლომის ქანდაკება, ქერონეა

ბრძოლის ველზე ათასზე მეტი ათენელის ცხედარი დარჩა, 2 ათასამდე კი დაატყვევეს. თებელებსაც დიდი დანაკარგები ჰქონდათ. 3 ათასამდე თებელი კი დაატყვევეს. დიოდორეს მიხედვით, ფილიპეს პირდაპირ ბრძოლის ველზე დაღუპულთა გვამებს შორის წამოუწყია ნადიმი. ცნობილია, რომ თებელების ელიტარული „საღვთო რაზმი“ მთლიანად განადგურდა(მათგან 154 დაიღუპა, 46 კი დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა). ფილიპე გააკვირვა მათმა სიმამაცემ და თავგანწირვამ და ამიტომ თებელებს ნება დართო, რომ მათთვის პატივის მისაგებად ბრძოლის ველზე აეღმართად ლომის ქანდაკება.

ათენელ გენერალ ლისიკლესს მოგვიანებით ბრალი დასდეს, რომ მისი ბრალი იყო ბრძოლაში მარცხი. ის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

ფილიპემ ალექსანდრე ათენში გააგზავნა, რომ ომისთვის ბოლო მოეღო. მან შესთავაზა, რომ გირაოს, ერთგულებისა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭირო მეომრებისა და ფინანსების სანაცვლოდ, ის დაინდობდა ყველა იმ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ათენელები გაოგნდნენ ფილიპეს გულმოწყალებით და მაშინვე დათანხმდნენ ზავს. მან ასევე ბეოტიელებთანაც დადო ზავი, თუმცა თებეში გარნიზონი შეინარჩუნა. ამის შემდეგ ფილიპემ შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელშიც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები გაერთიანდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლივიუსი — სტატიები ძველი ისტორიის შესახებ, ქერონეის ბრძოლა

დიოდორე სიცილიელი — ისტორიული ბიბლიოთეკა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: