ქემოსინთეზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქემოსინთეზი ეწოდება ისეთ პროცესს, რომლის დროსაც ავტოტროფული ორგანიზმები, კერძოდ კი, ბაქტერიები არაორგანულიდან ორგანული ნივთიერების წარმოსაქმნელად მინერალურ ნივთიერებათა დაჟანგვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას იყენებენ. ქემოსინთეზის უნარი გააჩნია:

რკინაბაქტერიები არაორგანული და ორგანული ნივთიერებების სინტეზისათვის რკინის ნაერთების დაჟანგვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას იყენებენ, გოგირდბაქტერიები კი გოგირდის ნაერთების დაჟანგვისას გამოყოფილ ენერგიას. აზოტფიქსაციისა და ნიტრიფიკაციის ბაქტერიებს დიდი მნიშვნელობა აქვს აზოტოვანი მარილებით ნიადაგის გამდიდრებაში. მათ უნდა შესწევთ ჰაერიდან შეითვისონ მცენარეებისათვის მიუწვდომელი აზოტი და გარდაქმნან აზოტოვან მარილებად, რომელიც მცენარეის ზრდა-განვითარებისათვის აუცლებელია. ზოგიერთი ასეთი ბაქტერია პარკოსან მცენარეთა ფესვების უჯრედებში არსებობს, სადაც წარმოქმნის კოჟრებს, ამიტომ მათ კოჟრის ბაქტერიები ეწოდებათ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ.თუმანიშვილი, ი.ლაზრიშვილი, ნ. მითაგვარია, ი .ქორქია, გ. ღვალაძე, ს .ცაგარელი; "ბიოლოგია" სახელმძღვანელო მე-7 კლასელთათვის. თბილისი. 1998. გვ 62.