ქეთევან ანდრონიკაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქეთევან ანდრონიკაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქეთევან პაპუნას ასული ანდრონიკაშვილი (დ. 1754 — გ. 2 ივნისი, 1782) — გიორგი ბატონიშვილის (შემდგომში გიორგი XII) პირველი მეუღლე.

1778 ოქტომბერში შიდა ქართლიდან თბილისში მიმავალ ანდრონიკაშვილს ღართისკართან დაუხვდა ხუთასამდე ლეკი. ქეთევანს თან ახლდა სამასამდე ცხენოსანი — მორიგე ჯარის რაზმი. გულადმა ქალმა თვით იკისრა მცველთა მეთაურობა და სასტიკად დაამარცხა ლეკთა მოთარეშე რაზმი. ერეკლე II ამალით შეეგება თავის რძალს და პატივის ნიშნად აღლუმი გაუმართა. დასაფლავებულია დავითგარეჯაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]