ქედის რაიონი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქედის რაიონი
რაიონის რუკა ქედის რაიონი საქართველოში
ადმინისტრაციული ცენტრი ქედა
გამგებელი
ფართობი 452 კმ2
მოსახლეობა (2008) 20194 კაცი
სიმჭიდროვე 0 კაცი/კმ²


ქედის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

ქედის რაიონი მდებარეობს მდ. აჭარისწყლის ხეობაში, რაიონი მოიცავს 452 კვ. კმ-ს. მოსახელობა 20 194 ადამიანს, ცენტრია დაბა ქედა, რაიონი შედგება 64 დასახლებული პუნქტისგან. ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან. ქედის რაიონს ესაზღვრება - ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის რაიონები. სამხრეთ ნაწილში კი შავშეთის ქედზე გადის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. აკავრეთა. რაიონის ტერიტორია ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ავსებს მესხეთის განშტოებანი. სამხრეთ ნაწილში შემოჭრილია შავშეთის ქედის განშტოებანი. უმაღლესი მწვერვალია ღომა 2441 მეტრი ზღვის დონიდან. რაიონის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის რაიონი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. რაიონის ტერიტორიაზე დღემდე გვხდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის რაიონში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტიუთხოვარი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხდება წვერა, კალმახი, ღორჯო.

[რედაქტირება] მოსახლეობა

[რედაქტირება] მმართველობა

[რედაქტირება] ეკონომიკა

[რედაქტირება] კულტურა

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე