ქაფშია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქაფშია | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Engraulis encrasicholus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ქაფშია, ქამსა (ლათ. Engraulis encrasicholus) — თევზი ქაფშიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 15 სმ, მასა — 15 გ აღწევს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. ქაფშია დიდ ქარავნებად გვხვდება შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში. ქაფშიას ქვესახეობებიდან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus ponticus) და აზოვის ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus maeoticus). ახასიათებთ კვებასთან, გამრავლებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებული მიგრაციები. ცოცხლობს 3 წლამდე. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია აზოვისა და შავ ზღვებში. მსუქანი და გემრიელი თევზია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 493, თბ., 1986 წელი.