ქარჩოხის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქარჩოხის ციხე, ცხმორის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნის ზემოთში, კლდოვან კონცხზე, იქ, სადაც ოხირისხევი მდ. ქსანს უერთდება (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). აქ უძველესი დროიდან გადადიოდა გზები მთიულეთიდან ქსნის ხეობაში, რამაც განაპირობა ციხესიმაგრის დაარსება. XIV საუკუნის დასაწყისში მეფე დავით VIII-მ შალვა ქსნის ერისთავის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს სცადა ქარჩოხის ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, ქარჩოხის ციხე XVII საუკუნის I ნახევარში მოქმედი სიმაგრე იყო. XVIII საუკუნის დასასრულს ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, ქარჩოხის ხეობა თავისი ციხითურთ მეფე ერეკლე II-ის ერთ-ერთ შვილს - იულონს გადაეცა.

ქარჩოხის ციხის კომპლექსში თავდაპირველია ადრინდელი შუა საუკუნის ზურგიანი კოშკი და უაფსიდო ბაზილიკური ეკლესია, შემდეგი პერიოდისა - გალავანი და რეკონსტრუირებული კოშკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაქარაია პ. ქსნის ხეობის ციხე-სიმაგრეები, საქართველოს სახ.მუზეუმის მოამბე, XVI-В, 1950 წ.
  • მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ.,1968 წ.