ქარიზმა რეკორდსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ქარიზმა რეკორდსი იყო ხმისჩამწერი ლეიბლი, რომელიც 1969 წელს ჩამოაყალიბა ტონი სტრეტონ-სმითმა. ტონი იმ დროისათვის იყო ჯგუფების The Nice, Bonzo Dog Band და Van Der Graaf Generator მენეჯერი. მან ვერ დაითანხმა ლეიბლები თავისი კლიენტების ალბომების გამოსაცემად, ამიტომ დააარსა საკუთარი კომპანია, რომელზეც გამოსცა The Least We Can Do Is Wave To Each Other, Van Der Graaf Generator-ის ალბომი. თავდაპირველად ქარიზმა რეკორდსი უბრალოდ ექვემდებარებოდა ლეიბლს B&C Records, თუმცა მოგვიანებით გამოეყო მას. 1970-იან წლებში ’’ქარიზმას’’ პროდუქციას მთელ ევროპაში ავრცელებდა Phonogram Records.
სტატიის