ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნების სამი მოდელი

ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები — წარმოადგენს საბჭოური, ბულგარული და რუმინული ყუმბარმტყორცნების ქართულ ანალოგებს. დამზადებულია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ 2012 წელს. მათი პირველი საჯარო ჩვენება 2012 წლის 26 მაისს მოხდა, თბილისში გამართულ სამრეწველო აღლუმზე.

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები წარმოდგენილია სამი სხვადასხვა მოდელით და განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ავტომატურ საიერიშო შაშხანებზე დასაყენებლად. მათი საშუალებით შესაძლებელია NATO-ს სტანდარტის 40x46 მმ კალიბრის და საბჭოთა სტანდარტის ВОГ-25 სერიის ყუმბარების სროლა.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები

მოდელი გპ-25 (GP-25) აგ-40 (AG-40) უბგლ (UBGL)
შესაბამისი იარაღის ტიპი AK-47/AKM/AK-74 M-4/M-16/AK-47/AKM/AK-74 M-4, M-16
კალიბრი 40 მმ 40 მმ 40 მმ
გასროლები ვოგ-25, ვოგ-25პ 40X46 მმ ყუმბარები 40X46 მმ ყუმბარები
სროლის მაქსიმალური მანძილი 400 მ 400 მ 400 მ
წონა 1,3 კგ 1,7 კგ 1,7 კგ

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]