ქართული ლეგიონი (1914–1918)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ქართული ლეგიონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ლეგიონის აღლუმი დამოუკიდებელი საქართველოს დროშით, პოლონეთი, 1942.

პირველი ქართული ლეგიონი იყო ეთნიკური სამხედრო შენაერთი, რომელიც ჩამოყალიბდა გერმანულ არმიაში, თურქეთში, 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. ქართული ლეგიონი შეიქმნა კაიზერული გერმანიის სარდლობისა და "ქართული ეროვნული კომიტეტი"-ს ხელმძღვანელობით. მისი მეთაური იყო გამოჩენილი ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე (1880-1944). ლეგიონის და "ქართული ეროვნული კომიტეტი"-ს მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან. ლეგიონს არსებობის მთელ მანძილზე "ქართულ ეროვნულ კომიტეტთან" ერთად მას პატრონაჟს უწევდა თურქეთში კაიზერული გერმანიის საექსპედიციო კორპუსი. გერმანელთა მხრიდან მის საქმიანობას კურირებდა "ქართული ეროვნული კომიტეტი"-ს სამხედრო მრჩეველი ჰორსტ შლიპაკი. ლეგიონი ითვლიდა 1,500-მდე მებრძოლს და მთლიანად გერმანულ ყაიდაზე იყო გაწვრთნილი. შენაერთი ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა 1917 წლის დამდეგს. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ყოფილი ქართული ლეგიონი საქართველოს ეროვნულ არმიაში ჩაირიცხა პოლკის სტატუსით. პოლკის მეთაური იყო გენერალი ლეო კერესელიძე. მან იარსება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამდე (1921 წლის მარტამდე). ვერმახტის ქართულ ლეგიონში 30 000 ქართველი იბრძოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]