ქამასოკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქამასოკო
2008-08-Agaricus-Stuttgart.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
ქვეგანყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
სახეობა: ქამასოკო
ლათინური სახელი
Agaricus

ქამასოკო (შამპინიონი; ლათ. Agaricus) — ქუდიანი სოკოების გვარი. გვარის ყველა სახეობა ქამასოკოს სახელწოდებით არის ცნობილი. 300-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ქამასოკოს 12 სახეობა გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია ჩვეულებრივი ქამასოკო, ორსპორიანი ქამასოკო, ტყის ქამასოკო, მინდვრის ქამა, ქალაქის ანუ ტროტუარის ქამასოკო, მეჭეჭებიანი ქამასოკო და სხვა.

ქამასოკოს სახეობები ერთმანეთისაგან ხშირად ძნელად გასარჩევია. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ქამასოკო (ლათ. Agaricus campestris), რომლის ქუდის დიამეტრია 3-10 სმ. ნაცრისფერია, ხორცოვანი; ქუდის რბილობი გადატეხისას ჰაერზე ვარდისფერდება. იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე, ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში ბაღებში, ბოსტნებში, ეზოებში, მინდვრებზე და ა.შ. საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ერთი Agaricus xanthoderma — შხამიანია, სხვები იჭმება. ზოგჯერ ქამასოკოს (უფრო ზუსტად ორსპორიან ქამასოკოს) საგანგებოდაც აშენებენ სათბურებში, გაუქმებულ შახტებში ან სარდაფებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]