ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქაიხოსრო ბარათაშვილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი[1] (გ. 1636) — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVII საუკუნის I ნახევარში.

1619 წლიდან იხსენიება ბოქაულთუხუცესად. 1625 ბოლოს მიიღო მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანოს) სარდლობა და მეკობრისმძებნელის სახელო, 1626 ივნისში დაინიშნა თბილისის მოურავად. 1626 შემოდგომაზე აბას I-მა დედოფლის (სიმონ II-ის მეუღლის ჯაჰანბანუს) სახლთუხუცესად დანიშნა. ქაიხოსრო ადრე ლუარსაბ II-ის მომხრე იყო, შემდეგ - სიმონ II-ისა. 1625 გიორგი სააკაძეს მიემხრო, იმავე წლის ბოლოს ისევ სიმონ II-ის მხარეზე გადავიდა. შემდეგ თეიმურაზ I-ს ემსახურებოდა. 1633-იდან როსტომ მეფეს მიენდო, მაგრამ მალე მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ირთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გონგლაძე თ., აბაშიშვილთა ფეოდალური სახლის ისტორია XVI-XVIII საუკუნეებში, თბილისი, 2012. — გვ. 22, 23, 24, 34.